FACEBOOK სტატუსი: მეჩხირება ყელში ბურთი და იმაზეც მეფიქრება, საჭირო ხომ არ იყო ეს უბედურება, რათა ჩვენი ძალის და ერთმანეთის გატანის გვერწმუნა მეთქი…

146

სიზმრიდან გამოვდივარ
გამოვდივარ, ვფხიზლდები და, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ისედაც ყველაფერი იცით, მოგიყვებით მეც:
მინდა ყველაფერს შევეხო და არ ვიცი საიდან დავიწყო. ემოციები ასწრებს თითებს და თავი ვერ მომიბია სათქმელისთვის.
13 ივნისი. ღამე. გმირთა მოედანზე, ხიდებსა და ლუკოილის კალონკას შორის 5 სართულიან კორპუსში ვარ. ვმუშაობ.დიდი სივრცეა ჩემთან სამსახურში და არც ისე კარგად შემოდის ხმა გარედან.

წვიმს. ბოლოს მაწუხებს წვიმის ხმა, სეტყვა ხომ არ არის მეთქი ვიფიქრე, მანქანას გამიფუჭებსთქო, რომელიც გზაზე მეყენადა ფანჯრიდან გავიხედე, ღამე იყო 12-1-2 საათი, ზუსტი დრო არ მახსოვს. სეტყვა არ ყოფილა, არც ძლიერი წვიმა.უბრალოდ წვიმდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ნგრევის ხმა მესმის. აშკარად ვგრძნობ, რომ კორპუსს, სადაც ვარ,გვერდიდან გაუთავებლად ეხეთქება რაღაც. შემდეგ ეს ხმა სირენების ხმაში იზილება, ვიღებ გასაღებს და გასასვლელისკენმივდივარ.

 

გმირთა მოედნის გზიდან, მარჯვენა მხარეს, ქვევით, სიღრმეში, სამი სართულია, სწორედ ქვემოდან არის ამომართულიჩემი კორპუსი და გზიდან პირდაპირ მეოთხე სართულზეა შესასვლელი. შესაბამისად, გამოვდივარ მეოთხე სართულზე დავიყურები ქვევით. ბნელა, ვერ ვერკვევი სიტუაციაში. შემდეგ თავს ვაბრუნებ მარცხნივ, გმირთა მოედნისკენ და წამისმეასედებშივე ისევ ქვევით ვაბრუნებ მზერას, სადაც ვხედავ წყალზე მოტივტივე მანქანებს ავარიული სიგნალებით.

ისევ ვერ ვხვდები რა ხდება. გავდივარ გმირთა მოედანზე პირდაპირ ჩემს მანქანასთან და მიდამოს ვზვერავ. პატრულიმანქანებს გასვლისკენ მოუწოდებს, მარცხენა მხარეს წყალი მოდის. ბოლო ტაქსი წყალში წვალბს და გაქცევას ასწრებს.პატრულიც ეცლება იქაურობას. გმირთა მოედანი იცლება ხალხით და ივსება წყლით.

 წყალი ხიდებიდან იწყებს გადმოსვლას. მე ისევ ვერ ვერკვევი სიტუაციაში. მაწვიმს. წყალი იმატებს. ვდგავარ. უბრალოდვდგავარ და ვერაფერს ვხვდები.

მტკვარი?

– რა მტკვარი?

– სად მტკვარი სად ეს მოედანი, რა შუაშია…

-სხვა? ვერეს არსებობა აზრადაც არ მომსვლია. ზოგადად, ღელეებს ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე. ჩემი მანქანის უკანასაბურავები წყლით იფარება. ქვევით, სანაპიროსკენ მდინარე მიდის, გზა აღარ არსებობს. ზევით არის გასასვლელი -კოსტავით ფილარმონიისკენ, პროწივზე, მაგრამ ბრახ და უკვე აღარ არის – გავიფიქრე თუ არა გასასვლელის არსებობა, იმწამსვე გადმოვარდა წყალი. ირგვლივ მშრალი ადგილი აღარ იყო. ჩემი მანქანა ზანზარებს და კართან მისული აღარ ვაღებკარს, უკვე დიდი შანსი იყო, ჩაჯდომისთანავე გავეტაცებინე მანქანიანად, მსუბუქია ტიგრა.

მითუმეტეს ზევითაც ვერ წავიდოდი, რადგან ხილვადობა არ იყო და არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ზევით უფრო დიდიწყალი არ იყო, ქვევით თავისთავად ვერსად გავაღწევდი და ამოვედი უკან, ობიექტისკენ, კიბეზე.

შევყოვნდი ორიოდ წამს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერა და ვერ გადავხარშე რა ხდებოდა. ავედი ობიექტზე,დავკეტე, უფროსს დავურეკე საშინელება ხდება და შეიძლება მივატოვო მეთქი. მიატოვეო. ჩამოვდივარ ისევ კიბეზე. წყალიუკვე დიდია. ჩემი კორპუსის კიბეღაა მშრალი, სხვაგან ყველგან წყალია. ჩემი მანქანა ზანზარებს, შემდეგ ნელ-ნელატრიალდება, უკან მარშუტკას ეხეთქება, ადგილიდან წყდება და მიდის. ერთხანს ვაყოლებ თვალს, შმდეგ ტალღებშიჩაინთქა და გაუჩინარდა. გმირთა მოედანი წყალსატევად იქცა.

ისევ ვერაფერს ვხვდები, მხოლოდ იმასღა ვაანალიზებ, რომ იქიდან უნდა გავიქცე. მერე ხელზე ვიბწკინე- იქნებგამომეღვიძოს მეთქი. მართლა ვიბწკინე… მაგრამ არაფერი. ცხადი იყო.

გმირთა მოედანი ცარიელია. ლამპიონები ქრება. წყალი და სიბნელე. მოვარდნილი წყალი და სიბნელე – ჩემი ფობია… (ბავშვობაში, გაზაფხულზე ყვირილას ხიდზე გადავედი ღამით, სიბნელეში, მდინარე ღრიალებდა, მაშინ მივხვდი, ყვირილარატომ ერქვა, იმის მერე სიბნელეში წყლის ფობია მაქვს).

ვიხედები მარჯვნივ, ქვევით, სანაპიროს მიმართულებით და დაახლოებით ოც მეტრში ვხედავ ტროტუარზე მდგომდაქოქილ მანქანას, რომელსაც წყალი ათამაშებს. ვაკვირდები და შიგნით ორი კაცი ზის. ვუსტვენ, ვყვირი, ტელეფონსვიქნევ სიბნელეში, ისევ ვყვირი, ისევ ვუსტვენ. არაფერი. მერე ჩავდივარ წელამდე წყალში, ვეჭიდები გისოსებს დამივდივარ მანქანისკენ. მივედი. დაკაკუნების დრო იყო?! დავუკაკუნე. გამიღეს. მეთქი რას აკეთებთ აქ. არაფერსო.

უკან პატარა ორმოა და ბორბალი უნდა ჩავადებინოთო. მეთქი რა ორმო, რა ბორბალი, რომელი ბორბალი, წყლით როადაფარული?!

წამოდით მეთქი. არ გამომყვნენ. უფრო ქვევით ვულკანიზაციის ხალხი იყო. ახლა იმათ ვუსტვენ და ვუქნევ ტელეფონს.ისინი სახურავებზე აძვრნენ. წამოვედი უკან, ჩემი კორპუსის კიეებისკენ, სიმშრალეში. ვდგავარ. ვიცდი. არ ვიცი რასვუცდი და რაზე ვფიქრობ. სრულ ქაოსში ვარ. წყალი კიდევ უფრო იმატებს და უკვე ჩემს კიბეებს სწვდება. ქვევით მთელისამი სართული წყლით არის სავსე. გადაწყვეტილია, უნდა გავიქცე და გადავრჩე.

ჩავდივარ ისევ ქვევით, ისევ მოაჯირებით, აღარ ვაკაკუნებ, ვუღებ კარს და ვუყვირი, დროზე დატოვონ მანქანა. ამომყავსკორპუსთან და გავრბივარ ზევით, გასაქცევს ვეძებ. ვნახე. ბეტონის ვიწრო მოაჯირი. მოაჯირიდან მარცხენა მხარესდაახლოებით 3 მეტრი წყალი მოდის, მარჯვნიდან – მეტრი. ვბრუნდები უკან და ვეუბნები იმ ორს, რომ არის გასასვლელიდა უნდა გავიდეთ. ყოყმანობენ. შეშინებულები არიან. გასასვლელი არის და დრო- არა! მეტი წყალი აღარ წამოვაო დადარჩნენ.

შევეხვეწე და მაინც დარჩნენ. მე წამოვედი. დაახლოებით 40-50 მეტრი ვიარე მოაჯირზე. ერთი ფეხის დაცდენა დამტკვარში ამოვყოფდი თავს წამის მეასედებში. გავაღწიე. გავედი კოსტავას აღმართზე და ფილარმონიისკენ, სრულსიმშრალეში მივაბიჯებ სრულიად მარტო – ცხოველების ამბავი არ ვიცოდი. საერთოდ არაფერი ვიცოდი. ავდივარ გალფთანდა იქ პატრულის ეკიპაჟები ხალხთან ერთად დგანან. ვიღაცები ტირიან – დაკარგულ ადამიანებს ტირიან. მე ყველამეკითხება, საიდან და როგორ მოვედი. სულ სველი ვარ.

ვიგებ წყალდიდობის მიზეზებს. ვეწევი სიგარეტს და გეზს ფილარმონიისკენ ვიღებ. ფილარმონიასთან ვაჩერებ ტაქსის დაავლაბარში წასვლას ვთხოვ. გზაში ვუყვები წყალდიდობის შესახებ. სულ სველი ვიყავი, გახსოვთ ალბათ. მივდივართავლაბარში.
-რამდენი გერგებათ?
-…, ხუთი ლარი.
სულ ერთ წამს გავშეშდი, ამოვიღე საფულე, მივეცი ხუთ ლარიანი, (იმაზე მეტი, ვიდრე ფილარმონიიდან ავლაბარშიასასვლელად იყო საჭირო!) და უხმოდ გავეცალე.

ავდივარ სახლში. ცხადია, ჩემები კარგად არიან. ვქოქავ მამაჩემის მანქანას და მივდივარ უკან, გალფთან. ფილარმონიიდანქვევით არავის ატარებენ, მე შევდივარ ბეიჯით. ჩავდივარ გალფთან, საიდანაც ჩვენს მეორე ობიექტზე ჩასასვლელია.ჩავდივარ და მეორე ობიექტის თანამშრომლებს ვნახულობ. ეზო იქაც დატბორილია. მერე არაფერი. მერე ისევ სახლშიავდივარ, სველ ტანსაცმელს ვიცვლი და უკან ვბრუნდები.

გათენდა. გმირთა მოედანი წყლისგან იცლება.

ჩავდივართ დაკარგული მანქანის მეპატრონეები მანქანების მოსაძებნად. მე ჩემსას ვერ ვნახულობ, მტკვრამდე მივედი,სადაც ჯებირები გადანგრეულია და ვიფიქრე, რომ მტკვარში ჩაიტანა ვერემ ჩემი მანქანა. მერე უკან ვბრუნდები და გზიდან10-15 მეტრში შემთხვევით ვხედავთ ჩემს მანქანას, ამოტრიალებულს და გალანძღულს.

მსხვერპლზე ჯერ კიდევ არაფერი ვიცი. გზები იწმინდება. სრული ქაოსია ყველგან. იმ დღეს მეტი არაფერი, თუმცა მთელიდღე ვიდექი და რას ვაკეთებდი მე თვითონაც არ ვიცი. მერე ამოვდივარ სახლში, ვჭამ, ვიბან, 2 საათი ვიძინებ რადგანფიზიკურად აღარ შემიძლია ფეხზე დგომა, ორი საათის შმდეგ, დაბარებული მაქვს, რომ გამაღვიძონ, მაღვიძებენ და ისევგმირთა მოედანზე მივდივარ.

ღამეა. მოედანი ასე თუ ისე გაწმენდილია. ვაგრძელებ გზას და მოხალისეთა ჯარს ვხედავ. პირველად მაშინ დამბურძგლა.გოგოები, ბიჭები და ბავშვები ისე იქნევდნენ ნიჩბებს, ლამის ენა ჩავყლაპე.
ვიღებ ნიჩაბს და ვიწყებ მუშაობას. მიხარია. ყოველი მოქნევა მიხარია.
მაშინ, იქ, ტალახი კი არ გაგვქონდა გმირთა მოედნიდან, ერთმანეთი გაგვქონდა… ამიტომაც გავსკდი ლამის ემოციებით.

მერე ავდექი და წამოვედი.

თენდება. ისევ გმირთა მოედანი. ვხვდები თანამშრომლებს და მეუბნებიან, რომ ვიღაც ორ კაცს უთქვამს, წუხელწვერებიანმა ბიჭმა გადაგვარჩინაო. და დამბურძგლა მეორედ.

მერე მანქანაც ამომყავს. ჯართი, უფრო სწორად, ყოფილი მანქანა. ტექპასტორტს ვიღებ და მოვდივარ.

დღეს ბიძაშვილი ვნახე და ასეთი ამბავი მომიყვა:

თურმე წყალდიდობის დროს, ქვევით, სანაპიროსკენ, როცა გზები იტბორებოდა, მისი ახლობლის მანქანა გაჩერდა. შიგნითოთხნი ისხდნენ. მანქანა წყალში ვეღარ მიდოდა. ადგილიდან ვერ იძვროდა. მერე, წყალმა როცა წაიღო, საიდანღაცჩვეულებრივი დიდი ჯიპი გამოჩნდა, დიდი საბურავებით, დაეტაკა ამათ მანქანას, გაასწორა, შემდეგ წინიდან დაეტაკა დაგაათრია ისეთ ადგილზე, სადაც ამ მანქანის საბურავები მიწას მოეჭიდა და ორივემ უშველა თავს. უშველა და მყისვე,სიტყვის უთქმელად წასულა ის ჯიპი. მანქანის ნომრის ჩაწერა მოუსწრია გადარჩენილს, აუცილებლად ვნახავ, ჩავეხუტებიდა ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიო.
დამბურძგლა მესამედ.

ვზივარ ახლა კომპიუტერთან და ვკითხულობ, თუ ვინ რამდენს რიცხავს. მილიონი, ასი ათასი, ორმოცდაათი ათასი,ოცდაათი ათასი, ოცი ათასი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი, ერთ-ერთი სამშენებლოკომპანია, @Metra Development-ი სახლებს სრულიად უსასყიდლოდ აძლევს უსახლკაროდ დარჩენილებს და ისევმბურძგლავს.

ფსიქოლოგიურად დამანგრია სტიქიამ, მაგრამ რამდენადაც დამანგრია, იმდენად და უფრო მეტად გამაძლიერა ამ საერთოსულისკვეთაბამ და როგორც წყალი ეხეთქებოდა გმირთა მოედანს, ისე მეხეთქება სიამაყის გრძნობა.

გვცოდნია, ბიჭო, გვერდში დგომა, ერთმანეთის გატანაც გვცოდნია და ყველაფერი გვცოდნია. მეჩხირება ყელში ბურთი დაიმაზეც მეფიქრება, საჭირო ხომ არ იყო ეს უბედურება, რათა ჩვენი ძალის და ერთმანეთის გატანის გვერწმუნა მეთქი…

რომელი სტიქია გაწყვეტს იმ ჯაჭვს, რომლითაც ერთმანეთი ხელიდან ხელში გაგვაქვს?
წყალი დაანგრევს სახლებს, გზებს, ხიდებს, კორპუსებს, ყველაფერს გაიტანს წყალი, წალეკავს ყველაფერს, მიწასთანგაასწორებს ყველაფერს, გარდა ერთი მიზნისთვის, ერთ მუშტად შეკრული ხალხისა.

ჩვენს ცუდს თუ ვხედავთ ხოლმე, კარგიც დავინახოთ…. გავახილოთ თვალები და დავინახოთ. დღეს ხელში მწვდა ვიღაც-მე ჩავუბამ შენს მანქანას ამ ამწეკრანსო. ჯანდაბაში იყო ჩახერგილი და ხელში მწვდა- მე ჩავალო!

და მხოლოდ ჩემს მანქანასთან კი არა, ყველგან ასეა, ყველა ერთმანეთის დახმარებას ცდილობს. აღარ იცის ხალხმა როგორდაუდგეს ერთმანეთს გვერდში. ქვას და რკინას გავკვნეტთ თუ საჭირო გახდა და თვალს არავინ დავახამხამებთ.

აი, აქ და ახლა მჯერა უკეთესი მომავლის. აქ და ახლა ვფიქრობ, თუ რა კარგები ვყოფილვართ სინამდვილეში.

ჰოდა დავინახოთ ეს ყველაფერი. დავინახოთ და ძალიან მაგრები გამოვალთ ბოლოს.

ვამაყობ თქვენით, ქართველებო.