დღის Facebook პოსტი: „ყველაფრისმცოდნე უნახავები”

142
ამ ქვეყანაში ყველაფერი მხოლოდ ზღვაგრადასული იციან – პროტესტი, სიხარული, გლოვა…
აქ თუ ვინმეს გაშიშვლებული მამაკაცის ბოდიში არ მოეწონება, ყველა დემონსტრაციულად შიშვლდება (ან, ამით რას ამტკიცებენ/ვის უმტკიცებენ(!), თორემ ვიდეოში ნაჩვენები სვანი მამრების უდონო რეგვენიზმი რომ თვალშიმოსახვედრია და ყურები აქვთ ასაწევი, ფაქტია), აქ მარიხუანაზე ხმამაღლა საუბრის გამო ტრაკში ცოცხებს თუ აღარ უკეთებენ, საჯაროდ დარგავენ და მოწევენ, (ან ამით რას ამტკიცებენ, თორემ, მოწევის გამო რომ არ უნდა იჭერდნენ, ვთანხმდებით!)
აქ ისინი ითხოვენ დეკრიმინალიზაციას, ვინც სწორედ ამ მიზეზით სჯიდა ხალხს, დღეს ისინი ყვირიან, ვინც მოწევის გამო იჭერდა!
აქ შენ თუ არ “გაჩმორებენ” შენ “აჩმორებ” – სადმე ხომ უნდა დაამტკიცო კაცობა/ქალობა! პოლიცია შენ თუ არ გირტყამს, შენ უნდა ურტყა, შენ უნდა დაამცირო. აქ არავინ არავის უფლებას ფორმალურადაც არ სცემს პატივს.
აქ საუბრობენ უფლებებზე და სტანდარტებზე ეხებათ თუ არა. (ცალსახად დილეტანტურად)
დღეს მედიის თავისუფლებაზე ისინი საუბრობენ, ვინც თავის დროზე არ დაიცვა არცერთი მედია.
აქ დამნაშავეც და უდანაშაულოც, ღარიბიც და მდიდარიც, პატარაც და მოხუციც, განათლებულიც და გაუნათლებელიც, ერთნაირად უკუდო ამპარტავანია! აქ ყველა მაგარი “როჟაა”.
აქ – უნახავმა რა ნახაო!
აქ ანალიზის, შეფასებების, ფაქტების, დასაბუთებების გარეშე, დილეტანტურად ამტკიცებენ რაღაცას. ხაზგასმით – რაღაცას ამტკიცებენ!
არავინ ისაუბროს სტანდარტებზე, კანონებზე, მედიაეთიკაზე, მორალზე, ამ ქვეყანაში არავინ არაფერს იცავს.
აქ უნახავების გუგუნია, რომლებსაც “ყველაფერი ნანახი აქვთ”!
ანა ნოდია