ალჟირში „ფეისბუქზე“ დამოკიდებულების სამკურნალო კლინიკა გაიხსნა

149

ალჟირის ქალაქ კონსტანტინში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე” დამოკიდებულების სამკურნალო კლინიკა გაიხსნა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კლინიკაში იმ მოქალაქეებს უმკურნალებენ, რომელთაც ექსტრემისტი ისლამისტების დაჯგუფების „ლურჯი მაგიის” მიერ „ტვინი აქვთ გამორეცხილი”.
კლინიკის დირექტორი რაუფ ბოქაფა აცხადებს, რომ მათი მიზანი „ლურჯი მაგიის” მიმართ ქვეყნის დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაა.
კლინიკის გუნდი ასევე, ნარკოტიკების, მოწევისა და ალკოჰოლის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებას კურნავს.
ქვეყანაში „ფეისბუქის” 10 მლნ მომხმარებელია. მათი რაოდენობა გასულ წელს, 10%-ით არის გაზრდილი.