როგორ ყავას ანიჭებთ უპირატესობას? იცოდით, რომ ეს თქვენს ხასიათზე მეტყველებს?

181

იცოდით, რომ იმის მიხედვით, თუ რანაირი ყავა გიყვართ, შეიძლება თქვენს ხასიათზე ვისაუბროთ? მეცნიერ-ფსიქოლოგებმა შეადგინეს ადამიანების საერთო მახასიათებლები იმის მიხედვით, თუ რომელ ყავას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

მაშ ასე, ნახეთ და თავად დარწმუნდით:

1. ფილტრის ყავა შაქრის გარეშე – თქვენ ხართ ძლიერი პიროვნება. არ გაურბიხართ პასუხისმგებლობებს და არ გრცხვენიათ, საკუთარი შეცდომები რომ აღიაროთ.

2. ფილტრის ყავა შაქრით – როგორც ჩანს, ხშირად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ სხვისი გულისთვის და მერე ინანოთ.

3. ნალექიანი ყავა – თქვენთან ყოველთვის გრძნობა უფრო წინ დგას, ვიდრე გონება. ხართ ძალიან კეთილი და სხვა ადამიანებშიც იმავეს აფასებთ.

4. ხსნადი ყავა – საკუთარი თავი წარმატებულად და მიზანდასახულად მიგაჩნიათ. ყოველთვის მოკლე გზას ირჩევთ პრობლემის გადასაჭრელად.

5. ყავა რძით და შაქრით – როგორც ჩანს, რთული ხასიათი გაქვთ. ხშირად ადვილად ღიზიანდებით და მალე გეცვლებათ ხასიათი.

6. ყავა კოფეინის გარეშე – თქვენ გაწონასწორებული ხასითი გაქვთ. ბევრი რამით ხართ დაინტერესებული, მაგრამ ეს ინტერესები მაინც ზედაპირულია.

წყარო