დღის facebook პოსტი: მაშინ როდესაც რუსეთი კარსაა მომდგარი და შენ სხვა მხარეს იყურები არის ძალიან დიდი დანაშაული

168

დიახ !!! იქ სადაც რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფრთის დიდი ნაწილი იყო წარმოდგენილი მე ვერ გავჩერდებოდი და ვერ დავდგებოდი !!! ქვეყნის სიყვარულს ვერცერთი თქვენგანი ვერ მასწავლის და ვინც მიცნობს ყველამ იცის თუ როგორი სიყვარულით ვიზრდებოდი სამშობლოსასადმი ბავშვონიდან !!!! ქვეყნის სიყვარული ბაზარში არ იყიდება, მას ვერ შეიძენ, ის დაბადებიდანვე შენს გულში ჩნდება და ყოველ დღე იმატებს, ფართოვდება !!!! დიახ, ისტორიულად თურქი შენი მტერია ! დიახ დღესაც ცალი თვალით ჩვენს მიწებს უყურებს, დიახ თურქეთში დღესაც ასწავლიან, რომ ბათუმი თურქეთის ისტორიული ქალაქია, დიახ, თურქეთში მცხოვრებ ლაზებს თურქული ხელისუფლება ყოველთვის ავიწროვებდა და დევნიდა იმ შემთხვევაში თუ საქართველოს სიყვარულს ღიად დააფიქსირებსა (ბოლო წლების ერთერთი დიდი ქართველის აჰმედ მელაშვილის მაგალითი ცხადყობს ჩემს პოზიციას) დიახ, სასტიკად გავბრაზდი როდესაც “დიდგორობის” უქმე დღედ (მიმაჩნია რომ უქმე დღე საჭირო არ იყო) განცხადების დაანონსების შემდეგ თურქეთის ხელისუფლება “მოგვიწოდებს” უარი ვთქვათ განზრახვაზე და ცხოვრება იგივე რიტმით გავაგრძელოთ… ეს ყველაფერი მაწუხებს მაგრამ მარში? რუსული პროპაგანდის მოყვარულ ახალგაზრდებთან ერთად? არავითარ შემთხვევაში!!!! ერთი კვირის წინ აქციის ერთერთ ახალგაზრდა ორგანიზატირთან მქონდა საუბარი და პირდაპირ ვუთხარი ჩემი სათამელი, მაშინ როდესაც რუსეთი კარსაა მომდგარი და შენ სხვა მხარეს იყურები არის ძალიან დიდი დანაშაული, დანაშაული რომელსაც “აპრავდანია” არ აქვს !!!! ვიცი, ვიცი, სამშობლო მათაც უყვართ, მაგრამ… მაგრამ… არ ვიცი, არ ვიცი… ასე? ამგვარად?

მინდა, რომ ჩავიძირო შენს ფერად მინდვრებში,
მინდა, რომ დამესიზმროს ფერადი სიზმარი,
მინდა, რომ ცას ვუყურო, ძენს ლურჯა იალანებს,
შენს ციხე-კოშკებს რომ აფრთიანებს.

მინდა რომ პეპლების გუნდში ჩავიძირო,
ცას ამიყვანონ, ღრუბლებში მატარონ,
ტეხილ მთებზე ხევსურულად მომატარონ
და მზისგან მივიწყებული მთვარის ჩრდილები შეამკონ.

შენს მდინარეს ფსოუს წყლის წვეთი აკლია,
შენს ქორბუდას მხრებზე ფრთებიც ხომ აკლია,
მე რომ მაკლია, შენ რომ გაკლია, მას, თქვენ რომ გაკლიათ,
ეს ხომ ჩემი, შენი, მისი, თქვენი ნაკლია.

მინდა რომ ვიცეკო დაისი, ფალიაშვილი ჰანგებზე,
მინდა რომ შემოვკრა გუმბათზე სვანური კოშკები,
მინდა რომ ჩემს საშობლოს მივუძღვნა უკვდავი სტროფები,
დიდება! ჩემს ლექსს დაუბრუნდნენ გადაკარგული ნოტები.

მინდა რომ დავიძინო შენს იისფერ ღამეში,
მინდა რომ დამესიზმროს ვარსკვლავთა არმია,
მინდა რომ შემოვახტე შენს ლურჯა ცხენებს,
მინდა რომ ისევ აზრი ჰქონდეს გალაკტიონის ფერებს.

ბაგრატის ტაძარს ფრთები ამშვენებდა!
ვარდის ფურცლებით გარშემორტყმული,
ჩემს საქართველოს მეფე ამშვენებდა,
უფლის მირონით ხელდამშვენებული.