დღის facebook პოსტი: ნამდვილი ქართველი კაცები ასე არ იქცევიან!

247

კაცის მხრიდან ქალის ლანძღვა და უხამსად მოხსენიება არ არის ღირსეული საქციელი.
მით უფრო, თუ ეს განსხვავებული აზრის გამო ხდება.
კაცები, რომლებიც ქალებს ლანძღავენ და თანაც, ამას გაუპატიურების კონტექსტით აზავებენ, არც საკუთარ დედას, არც მეუღლესა თუ შეყვარებულს სცემენ პატივს და არც საკუთარ ქალიშვილებს.

მათ არც მაღალი შინაგანი კულტურა აქვთ და არც შეძენილი.
ასეთ კაცებს არ მოუსმინოთ და მათგან წიხლიც კი არ გეწყინოთ.

მე პატივს ვცემ 2016 წელს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის აზრს, შეხედულებებს მარშებთან დაკავშირებით და ვგმობ იმ უსირცხვილო ლანძღვას, რაც მან ქართული მარშის ზოგიერთი წარმომადგენლისგან იწვნია.
ნამდვილი ქართველი კაცები ასე არ იქცევიან!