დღის Facebook პოსტი: ქრისტე ფულს არ იღებდა მაშინდელი ბიუჯეტიდან – ისრაელის სამეფო ხაზინიდან და არც იმპერატორი უგზავნიდა რომიდან ფულებს

190

1. ქრისტე ძირითადად ფეხით ან ვირით გადაადგილდებოდა.
20 საუკუნის წინანდელი ვირი შეესაბამებოდა ჩვენს დროში კაი შეკრულ ნოლტრის ნოლშესტის მატორზე (ხადავოი რო კაი აქვს, მარა ჟეშტზე რო ცოტა ხელი აქვს შესავლები), ან ნივას გძეტა 1987-88 წლებში გამოშვებულს. ნუ, ყველაზე მაგარი ვირი – ოპელვექტრა ცედეიქსი, 94 წლის დეკემბრის ვიპუსკი.

2. ქრისტე ფულს არ იღებდა მაშინდელი ბიუჯეტიდან – ისრაელის სამეფო ხაზინიდან და არც იმპერატორი უგზავნიდა რომიდან ფულებს.


3. ქრისტე ფულს არ იღებდა არც თავისი მრევლისა და მოსწავლეებისაგან. ვისაც რა ჰქონდა – ერთად ჭამდენ და სვამდენ.


4. ქრისტე იყო დურგალი და პატიოსანი შრომით შოულობდა ლუკმაპურს.


5. იესოს არ მიუყიდია არავისთვის არც სანთელი, არც ხატი და არც სხვა “სასულიერო ნივთები”. თავის ცოდნას, სიკეთეს და მადლს იგი “არაკომერციულად” ურიგებდა ხალხს.


6. ქრისტე ქადაგებდა სიყვარულს ყველასადმი, და არა სიძულვილსა და აგრესიას საწინააღმდეგო აზრის მიმართ, წიპა: ასეთ რამეს როგორ ამბობ, თავყბას დაგინგრევ, ბიჭო!!


7. იესო თევზსაც ჭამდა, მწვადსაც და ხაშლამასაც, არანაირი რელიგიური დიეტის დაცვა არ უქადაგია. მარა არც ის უთქვია – ღორებივით გასკდით ჭამასმითო.


8. იესოს არ უთქვია, რო ღმერთი მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ შენობაში არისო.
-ყველგანა ვარ, ყველგანაო!


9. იესო ებრძოდა მაშინდელ გაქსუებულ, კორუმპირებულ და ფარისეველ “ღვთისმსახურებს”. უკეთურობას და მიუღებელს ებრძოდა იდეურად – სიტყვით, არავის ჩაქოლვისკენ და ჩაწიხლვისკენ არ მოუწოდებდა. არც არავინ “შეუჩვენებია” ან “ანათემაზე გადაუცია” – ეგეთი ფოკუზნიკები სასაცილოდ არა ყოფნიდა.


10. იესომ თქვა მე ვარ ბოლო მსხვერპლიო, ანუ ამ რიტუალურ მსხვერპლშეწირვებს შეეშვითო, თქვე გაუნათლებლებოო.

კიდევ ბევრი რამის დაწერა შემიძლია, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ეს იკმარეთ. გიხსნით მარტივ და გასაგებ ენაზე. იმედია, ცოტა რამეს მაინც გაიგებთ.
პატივისცემით,
თქვენი სოსო.

P.S. საპატრიარქო მომინიშნეთ ამ სტატუსზე.


იოსებ კობერიძე