დღის Facebook სტატუსი: კობას 5 წლის შვილი მალე ფეხზე გაივლის!

144

დაღლილი, 38 სიცხიანი და უპასუხიმსგებლო კლიენტებზე გაბრაზებული გამოვედი სამსახურიდან. სახლში ფეხით გავდივარ ხოლმე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და გადავწყვიტე ტაქსი გამეჩერებინა. თამარ მეფეზე, თიბისი ბანკთან, გაჩერდა ტაქსი, საიდანაც 40-45 წლამდე, საშუალო სიმაღლის, სასიამოვნო გარეგნობის ქალი გადმოვიდა და თიბისი ბანკის ბანკომატთან მივიდა. გადავწყვიტე ამავე ტაქსს გავყოლოდი. მაგრამ ტაქსისტმა ბოდიშის მოხდით მითხრა, რომ იმ ქალბატონს ელოდებოდა. მეც მორჩილად სხვა ტაქსის გასაჩერებლად მოვემზადე. ამ დროს დაბრუნდა ქალი, ტაქსისტს რაღაც კონვერტი გაუწოდა და ქუჩა გადაჭრა. ტაქსისტი ძალიან დაბნეული იყო, გახსნა კონვერტი და უცებ ცრემლები წასკდა, მანქანა შუა გზაზე მიატოვა და იმ მიმართულებით გაიქცა საითაც ის ქალბატონი წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა, ძლივს სუნთქავდა, თან იცინოდა და თან ცრემლები მოსდიოდა. მეც დავიბენი, ვიფიქრე რამე უჭირდა და დახმარება შევთავაზე. კონვერტი გახსნა და შიგნით ჩამახედა, დიდი თანხა იდო. 🙂
აღმოჩნდა, რომ ტაქსისტს კობა ერქვა, ხოლო იმ ქალმა შემთხვევით მისი საუბარი მოისმინა ტელეფონზე, სადაც კობა თავის შვილის ოპერაციაზე საუბრობდა. ამ ოპერაციაზე იყო დამოკიდებული მისი შვილი გაივლიდა ფეხზე, თუ არა. აღარც ბინა ჰქონდა რომ გაეყიდა, სესხსაც აღარ აძლევდნენ, დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათი ეძინა და დანარჩენ დროს ტაქსაობდა, რომ შვილის ოპერაციისთვის თანხა შეეგროვებინა. კოვერტში არსებული თანხა სრულიად საკმარისი იყო ოპერაციისთვის. იმ ქალს ვეღარსად მივაკვლიეთ, ვერც სახელი გავიგეთ, ვერც ტელეფონის ნომერი. კობამ სახლში წამომიყვანა, მთელი გზა, თან ცრემლები მოსდიოდა და თან იცინოდა, მთელი სხეულით კანკალებდა. სახლთან, რომ მომიყვანა ფული გავუწოდე, არაფრის დიდებით არ გამომართვა. ტაქსის ნიშანი ჩამოხსნა მანქანას და პირდაპირ საავადმყოფოსკენ წავიდა.
კობას 5 წლის შვილი მალე ფეხზე გაივლის!
მე აღარც დაღლილი ვარ, აღარრც 38 გრადუსი სიცხე მაწუხებს და უპასუხისმგებლო კლიენტზებზეც აღარ ვცხარობ

 

14516342_1286241558074713_4881504830195396595_n

 

untitled-1