იუნა შაფათავა: ქართველ “ლიბერალებს” ავიწყდებათ,რომ საბჭოთა კავშირი დიდი ხანია უკვე, მორჩა…

197

ქართველ *ლიბერალებს ავიწყდებათ,რომ საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, უკვე, მორჩა. 1991 წელს. აღარ არსებობს ის სისტემა,რომელსაც მართლა სერიოზული ტვინის და შესაბამისი ნიჭის ხალხი (ჩახშული) ებრძოდა და შეეწირა.

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და სრულიად სრულფასოვანი სახელმწიფო ერთეული.
თქვენი “ბრძოლა” ngo,სექტების “ვენახში”, ადამიანობის ბაზისის დანგრევის მცდელობით, დაფუძნებულია თქვენს პირად,არასრულფასოვნების კომპლექსზე,რომელსაც ლიბერალიზმად და “პრადვინუტობად” ასაღებთ. თან კარგად გიხდიან.

დალიეთ ეგ თქვენი ფსიქოტროპულები,ოღონდ ექიმის დანიშნულებით,თუ შეიძლება.და ამ გიჟის გუგებს ნუ გვიმზეურებთ.

თუკი არის დღეს რაიმე იდეისთვის საბრძოლველი საქართველოში – ეს პროფესიონალიზმის დანერგვაა ყველა სფეროში, პიროვნების აღზრდა-განვითარების ხელშეწყობაა.

ნუ ქმნით ბნელი, ავხორცი საქართველოს იმიჯს. ჩვენ ვართ თავისუფლები, იმდენად, რამდენად გვაძლევს აღქმის უნარი ამ განცდას.თითოეულს
და ერთად აღებულს.
არავინ არავის არაფერს არ უშლის,თვითგამოხატვას მით უმეტეს, მაგრამ არა – “ბნელეთისგან დაღწევის ბრძოლის” ხატი, რომელსაც პროგრესად ასაღებთ.

თუკი საჭიროა დღეს რაღაცისთვის ბრძოლა, ეს არის -გათავისუფლდი ზედმეტი ჩართულობისგან ვიღაცეების პროპაგანდაში.

არაა გმირების დრო,მსოფლიო დაღალეს გმირების კარიკატურებმა.
გვასიამოვნეთ ცხოვრების აღქმით, ნუ გაგვიხურეთ ამ არარსებული გლობალზაციით. მსოფლიო დაიღალა, ყველა ქვეყანა თავის ბუხართან წყნარად ჯდომაზე ოცნებობს.

ჩვენ კი გვაქვს ეს ბუხარი და ნუ გვინგრევთ კერას!
გვაცალეთ ეს
“ბნელი” ქართველობა (ღრუზინობის ტერმინის მომგონს შეურცხვეს ქართველობა-ღრუზინ – по-русски ნიშნავს “ქართველს” და რუსი ქალის პირით ნათქვამი-სამოთხეში ცხოვრებას).

როგორც არ უნდა ამუქებდეთ, ეს თქვენს მიერ ზიზღით წარმოთქმული “ბნელი” საქართველო სამშობლოა ჩვენი, ბევრისთვის სანატრელი,დალოცვილი მიწა და,რაც არ უნდა მიაკეროთ შტამპები, სულით გაჭუჭყიანებულ და ყველაზე ცუდი გაგებით მენტალურად გარყვნილ ტრაკგამოშვერილ მსოფლიოს ჩვენი ჩაუხდელი “ჩამორჩენილობა” ყველაზე წინ გვაყენებს, გულუბრყვილო ხალხის ბუნებრივი სისუფთავით. ყველაზე დაუბანელი რომ ყველაზე დაბანილ-ჩაცმულ-დახურულზე სუფთაა,აი ისეთი “სიბნელის” სიწმინდით ვართ წინ.

 

untitled-1