15 ფაქტი, როგორ მიხვდეთ რომ მას მხოლოდ სექსისთვის სჭირდებით

429

თუ ქვემოჩამოთვლილი პუნქტებიდან სამს და მეტს დაეთანხმებით, დროა, ან უკეთესი მამაკაცი იპოვოთ, ან დასჯერდეთ სტატუსს – ”გოგონა მხოლოდ სექსისთვის”.

მხოლოდ სამუშაო დღეებში, 21 საათის შემდეგ გირეკავთ ან გიმესიჯებთ – შეიძლება კონკრეტულ დღეებში ორშაბათსა და ხუთშაბათს შეგეხმიანოთ სამსახურის შემდეგ.

დასვენების დღეებზე არც გირეკავთ, არც ზარებზე პასუხობს, რადგან დროს ნომერ პირველ ქალთან, სავარაუდოდ ცოლთან ატარებს. თუ თქვენთვის კვირაში ორი დღე, რამდენიმე საათი აქვს გამოყოფილი, თქვენ მისთვის დროებით გასართობი, მორიგი თავგადასავალი ხართ.

ნებისმიერი საუბარი სექსუალური შინარსისაა – ”სად ხარ სუპერმარკეტში? ჰმ… სად უფრო მოგეწონებოდა სექსი პურ-ფუნთუშეულის თუ ტკბილეულის განყოფილებაში?”

არასდროს გინიშნავთ ნამდვილ პაემანს – არასდროს გთავაზობთ ვახშამს რესტორანში ან ფილმის ყურებას. ან მისი მეგობრის ცარიელ სახლში ხვდებით ერთმანეთს, ან იაფფასიან სასტუმროში, ან მანქანაში. თუ თქვენ შესთავაზებთ რომანტიკული პაემნის მოწყობას, ”დაკავებულობის” გამო ვერ დაითანხმებთ.

არასდროს საუზმობთ ერთად – სექსის შემდეგ ყოველთვის თქვენს სახლში ბრუნდებით. თუ სურვილს გამოთქვამთ, რომ ერთად ისაუზმოთ, დელიკატურად გამოგაძევებთ სახლიდან: ”დილის ხუთ საათზე ბიჭებს უნდა გავუარო, სანადიროდ მივდივართ” ან ნებისმისერი ნათესავი ჩამოდის და ის უნდა შეეგებოს აეროპორტში.

სოციალურ ქსელში მეგობრებში არ გიმატებთ – არადროს ”გილაიქებთ” ფოტოებს, არ გიტოვებთ კომენტარებს. მხოლოდ ტელეფონით გეკონტაქტებათ და მომენტალურად შლის თქვენს მესიჯებსა და ზარებს.

არ გაცნობთ თავის მეგობრებს – თუ შემთხვევით ქუჩაში მის მეგობარს შეხვდით, ჯერ დაიბნევა შემდეგ კი თქვენს თავს მეგობრად, თანამშრომლად, ნაცნობად გააცნობს. ისიც, მხოლოდ სახელით შემოიფარგლება. თითქოს მოჩვენება იყოთ, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი ცხოვრებიდან უკვალოდ უნდა გაქრეს.

აკონტროლებს ერთად გატარებულ დროს – თქვენთან ყოფნის დროს მუდამ საათზე იყურება. მუდამ სადღაც ეჩქარება.

თქვენი თანდასწრებით მობილურს არ პასუხობს – ან უფრო უარესი, დედას ან ცოლს ეუბნება რომ თათბირზეა და შეაგვიანდება.

არ ინტერესდება თქვენი საქმეებით, ისტორიებით – თქვენთვის ნებისმიერი უსიამოვნო მომენტის დროსაც კი (უსიამოვნებები სამსახურში, მშობლის ავადმყოფობა) სექსს შემოგთავაზებთ – განმუხტვისა და დამშვიდებისთვის.

არასდროს არაფერი დაგრჩენიათ მის სახლში – წამოსვლამდე დეტექტივივით ათვალიერებს ყველა კუთხე-კუნჭულს და მზრუნველი დედიკოსავით გეკითხებათ: ყველაფერი აიღე, ხომ არაფერი დაგრჩა: მობილური, სათვალე, თმის სამაგრი…

მისი კომპლიმენტები მხოლოდ თქვენ გარეგნობას ეხება – ისიც ცეცხლოვან უკანალს, ან მადისაღმძვრელ მკერდს…

სექსის შემდეგ საშხაპეში გარბის – დიახ, დიახ, გარბის, რათა თქვენთან ყოფნის უმნიშვნელო დეტალიც კი ჩამოირეცხოს.

არანაირი რომანტიკა – არც საჩუქრები, არც სიურპრიზები.

კარის ზღრუბლიდან საწოლამდე – რა თქმა უნდა, სადაა დასაკარგავი დრო?!. მას თქვენგან მხოლოდ სექსი უნდა.

დაბოლოს, გაერკვიეთ საკუთარ თავში და თქვენს მამაკაცშიც – ვინაა იგი თქვენთვის, მამაკაცი, რომელსაც მოსწონს თქვენთან სექსი; თუ მამაკაცი, რომელსაც თქენგან მხოლოდ სექსი აინტერესებს? დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია.

წყარო