რაზე ფიქრობენ ქალები სექსის დროს

682

ყველაზე შეუფერებელ დროსაც კი შეიძლება გონებაში რაიმე აზრმა გაგვიელვოს. ვნახოთ, რამდენ რამეზე შეიძლება იფიქროს ქალმა სექსის დროს.

,,ჰმ, ეს ის არაა, რასაც ველოდი’’ – პენისის ზომაზე არასწორი წარმოდგენა შეიძლება მითებმა შეგიქმნათ, თითქოს მისი სიდიდზე მამაკაცის ხელებზე ან ფეხის ზომაზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი სიცრუეა.

,,ვერ დამიჯერებია, რომ ამ საცვლებში 89 ლარი გადავიხადე, მას კი გახდამდე ერთხელაც არ შემოუხედავს!’’ – კარგი იქნებოდა უყურადღებო შეყვარებულის შემთხვევაში მაღაზია თანხას უკან აბრუნებდეს, მაგრამ ამ მომსახურებას ჯერ-ჯერობით არც ერთი მათგანი არ გვთავაზობს. მამაკაცები ცრუობენ როცა ამბობენ ,,ჩვენ გვიყვარს ქალის ლამაზი თეთრეულიო.’’

,,მოიცა, მას უნდა რომ პრეზერვატივი მე გავუკეთო?!’’ არსებობს კი ამის სექსუალურად გაკეთების რაიმე გზა? ეს უფრო გამოცდის ჩაბარებას ჰგავს, რომელსაც, როგორც წესი, ქალები ვერ აბარებენ.

,,ვაუ, მანდ ნამდვილად იცის, რასაც აკეთებს – ნეტა ვინ ასწავლა?’’ პასუხი მარტივია – მას აუცილებლად ეყოლებოდა გოგო, რომელიც სექსის დროს შესანიშნავ ინსტრუქციებს აძლევდა. ასეთი ქალები უნდა მოძებნოთ და სასმელზე დაპატიჟოთ!

,,ეს ბიჭი მართლა აღარ აპირებს გაგრძელებას?’’  შეიძლება თქვენი პარტნიორი მართლაც სექსუალურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეგოისტური თვისებების მისგან შორს დგას.

,,მოიცა, ეს ჩემი ტელეფონი იყო? შეტყობინება მომივიდა თუ რეკავდნენ?დღევანდელი რეპორტი თუ გავაგზავნე ნეტა? ამაზე ახლა რატომ ვფიქრობ?!” … უკომენტაროდ

,,ჰმ, ეს მოძრაობა ნამდვილად პორნოვიდეოში ნახა!’’ ნამდვილად არაა გასაკვირი, თქვენს პარტნიორს, ნანახის გამეორება მოუნდეს.

,,გთხოვ, ოღონდ ახლა არ მორჩე!’’ ნამდვილად ცუდია რომ მამაკაცები ორგაზმს უფრო ადრე განიცდიან, ვიდრე ქალები.

,,ასე სწრაფად როგორ დაიძინა?’’ რატომღაც ორგაზმის შემდეგ კაცებს ძალიან მალე ეძინებათ. იმდენად სწრაფად, რომ გაკვირვებისგან შეიძლება არც კი გაბრაზდე.

 

წყარო: oxford-med.ge