საინტერესო ფაქტები კოცნაზე

396

მეცნიერების თქმით, კოცნა პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა. ის ურთიერთობას მეტად ხსნის და ახალ მიმართულებებს განსაზღვრავს. საპირისპირო სქესის მიმართ ვნების გამოხატვა, ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანს კოცნით, მასთან თანაცხოვრების სურვილს ქვეცნობიერად გამოხატავთ.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ კოცნას და ინტიმურ აქტს ბევრი სარგებელი მოაქვს, თუმცა, უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. კოცნის შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტი არსებობს.

რას გრძნობს ადამიანი კოცნის დროს?

ტუჩებზე მრავალი სხვადასხვა სახის რეცეპტორია, ასე რომ ინფორმაცია პირდაპირ ტვინს გადაეგზავნება. კანი ტუჩებზე 4-ჯერ უფრო თხელია, ვიდრე, მაგალითად, ლოყებზე. ტუჩებს შეუძლიათ შეაგროვონ ინფორმაცია შეხებაზე, ტემპერატურასა და გემოზე.

კოცნის დროს ამ რეცეპტორების მიერ შეგროვებული ყველა ინფორმაცია ჰიპოთალამუსს მიეწოდება, ინფორმაცია მუშავდება და სასიგნალო გზავნილი რეპროდუქციულ ორგანოებს გადაეგზავნება, რაც მათ სტიმულირებას იწვევს.

კოცნის დროს ბევრი კუნთია გააქტიურებული. სახის ნაკვთები საკმაოდ დაძაბულია და ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

კოცნის და სექსის დროს ქალის სხეულში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ეს მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

კოცნისას ნევული სისტემის კავშირების გაუმჯობესება ხდება. ეს სტრესისადმი გამძლოებას ზრდის.

რაც უფრო ხშირად კოცნით და დაკავებული ხართ ინტიმური ურთიერთობებით, მით უფრო ჯანმრთელია თქვენი გული.

კოცნა და სექსი ჯანსაღ და ღრმა ძილს უზრუნველყოფს.

კოცნის და სქესობრივი აქტის საშუალებით ფსიქიკური დარღვევების პრევენციას ახდენთ.

სექსით შეიძლება ტკივილის გაყუჩება. გარდა ამისა, ის ძვლებსაც ამაგრებს.

რეგულარული ურთიერთობისას მამაკაცები პროსტატის კიბოს იცილებენ თავიდან.

კოცნის და სექსის დროს ადამიანები კალორიებს წვავენ, რაც გარკვეულწილად, ფორმის შენარჩუნებაშიც ეხმარებათ. თანაც მათი საშუალებით ქალები ნაადრევი დაბერების პრევენციას ახდენენ, ვინაიდან ამ პროცესში სახის 29 კუნთია ჩართული.

კოცნა ერთ წუთში 26 კალორიას წვავს. ერთი ვნებიანი, ფრანგული კოცნისას კი 5 კალორია იწვება.

2002 წელს წყვილმა ყველაზე ხანგრძლივი კოცნა დააფიქსირა, რომელიც 30 საათი, 59 წუთი და 27 წამი გრძელდებოდა.

ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითები. კოცნისას ადამიანის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც ადამიანს სიამოვნების, სიხარულის და ეიფორიის შეგრძნებებს უქმნის.

როგორც ხედავთ, კოცნა საკმაოდ სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ის ქალებშიც და მამაკაცებშიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს. კოცნა თავდაჯერებულობას შეგმატებთ და თქვენს გრძნობებს გააძლიერებს პარტნიორის მიმართ.

 

oxford-med.ge