სიყვარული და სექსი ასტრალურ პლანზე

652

სიყვარული – სიტყვა, რომელიც თავის მნიშვნელობას, ყოფის ნებისმიერ საფეხურზე გამოხატავს. ყოველ საფეხურზე მისი გაგება სხვანაირად არის შესაძლებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი არსი ერთია და უცვლელი.

სიყვარული ასტრალში – ეს დაახლოებით იგივეა რაც სიყვარული ფიზიკურ სამყაროში: მისი გამოხატვა ძლიერი ემოციებით, ცხოვრების ინსტიქტური და ფიზიკური მხარეების ზემოქმედებით ხდება. ის ასევე მეტად ძლიერად გამოვლინდება მენტალურ და სულიერ საფეხურებზე.

ასტრალური სიყვარულის შემთხვევაში, ყველაფერი მეტნაკლებად გასაგებია, მაგრამ ასტრალური სექსი ძალიან განსხვავდება მატერიალურ პლანზე ჩატარებული სქესობრივი აქტისგან. მისი გრძნობა ისევეა შესაძლებელი, როგორც ფიზიკურ სამყაროში არსებული სექსის, თუმცა საგრძნობლად განსხვავდება, რადგან ერთმანეთთან კავშირში მყოფი ასტრალური სხეულები ნატიფი ენერგიისგან შედგება.

ამას გარდა, ადამიანებისთვის შექმნილი წესები და კანონები გათვლილია ფიზიკური სამყაროსთვის, სადაც ყველა ერთმანეთთან ფიზიკური სხეულებით არის დაკავშირებული, რათა მოხდეს ურთიერთობების დარეგულირება და კონტროლი. სწორედ ამ მიზეზით, ასტრალურ პლანზე გარკვეული საზღვრები ავტომატურად ქრება.

უმეტესობას სწორედ ასტრალურ სექსთან დაკავშირებული შეკითხვები უჩნდება. ქვემოთ მოცემულ ტექსტში მოყვანილია მეტნაკლებად ხშირად დასმული შეკითხვები და მათივე პასუხები.

 

სიყვარული, ვნება და ფლირტი ასტრალში

შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა ასტრალურ პლანზე, ფიზიკური სხეულების გარეშე, გაჩნდეს სექსუალური აღგზნებადობა და ერთმანეთის სურვილი?
პასუხი: რა თქმა უნდა. სურვილი ასტრალურ პლანზე იმდენად ხშირია, რამდენადაც მატერიალურ სამყაროში, რადგან სურვილი ადამიანის ემოციური ნაწილია, რაც გონიერი არსებების ფსიქიკის ასტრალურ ნაწილს განეკუთვნება.

შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა ერთმანეთის სურვილის შემთხვევაში, აქტის ასტრალურ პლანზე რეალიზაცია განხორციელდეს?
პასუხი: დიახ, ეს შესაძლებელია ყველანაირი შეზღუდვების გარეშე. პარტნიორებს შეუძლიათ ასევე დროის გარკვეული მონაკვეთით სხეულებით გაერთიანდნენ და მიიღონ იმ სახის მჭიდრო ერიანობა, რის მიღწევის შანსიც ფიზიკურ სამყაროში არ არსებობს.

შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ასეთი კავშირი აღმოჩნდეს სამუდამო და ჭეშმარიტი სიყვარულის ენერგიის მატარებელი?
პასუხი: შესაძლებელია, ისევე როგორც მიწიერი კავშირისას. ყველაფერი პარტნიორების სურვილსა და განწყობაზეა დამოკიდებული. ასტრალური სექსი შესაძლებელია ორი არსების ენერგიების გაცვლას წარმოადგენდეს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ლტოლვას განიცდიან, რაც სამუდამო სიყვარულით გაგრძელდება, ანდაც უბრალოდ ორი მეგობრის დროებითი გატაცება იყოს.
სექსი ასტრალში შესაძლოა იყოს ყველაფერი ის, რაც მიწიერ სამყაროში ყველასთვის ცნობილია, მაგრამ განცდილი გრძნობები ბევრად ძლიერი იქნება, რადგან საუბარია ენერგეტიკაზე, უნატიფეს ენერგიებზე, რომლებიც ბევრად ღრმად აღწევენ ერთმანეთში.

შეკითხვა: როდესაც შეყვარებულები ერთმანეთს მატერიალურ პლანზე ეხუტებიან, შესაძლოა თუ არა, რომ ამ დროს მათი ასტრალური სხეულები ერთიანდებოდნენ?
პასუხი: ეს საკმაოდ ხშირად ხდება და სწორედ ამიტომ განიცდიან ადამიანები ფიზიკურ პლანზე შერწყმის სურვილს.

 

ორგაზმი ასტრალური სექსისას

შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა ასტრალური სექსისას წყვილმა ნამდვილი ორგაზმი განიცადოს?
პასუხი: რა თქმა უნდა შესაძლებელია. ასტრალში განცდილი შეგრძნებები ბევრად მკვეთრი და ძლიერია ვიდრე მიწიერი სექსისას. ორგაზმი შესაძლებელია ზედიზედ რამდენიმეჯერ იყოს განცდილი, ანდაც ხდებოდეს ერთჯერადად დროის ძალიან გრძელ მონაკვეთზე.

შეკითხვა: შესაძლებელია რომ ეს ყველაფერი ბევრ ძალას გვართმევს?
პასუხი: პირიქით. პროცესში რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა და მისი ნაწილი ასევე იკარგება, მაგრამ საბოლოო ჯამში პარტნიორები ენერგიის გაცვლას ანხორციელებენ, რაც მათ დამუხტვას და შევსებას იწვევს.

შეკითხვა: როდესაც მე და ჩემთვის საყვარელი ადამიანი გარდავიცვლებით, შევძლებთ თუ არა ერთმანეთის პოვნას ასტრალში, სადაც სამუდამოდ ერთად ვიქნებით?
პასუხი: თუ თქვენ და თქვენ პარტნიორს ერთმანეთი რეალურად ამაღლებული გრძნობით გიყვართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბევრად ნატიფი ენერგიები გაკავშირებთ. ამით თქვენი სურვილის ასრულების შანსი ბევრად მატულობს.

თვით ასტრალი ვერ მოგცემთ სტაბილურობას, რადგან ყველაფერი მასში არსებული სხეულების ნებაზეა დამოკიდებული.
ერთ რამეში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: მიუხედავად ასტრალური პლანის ცვალებადი ხასიათისა, არსებობს მოვლენების არეალის ბევრად ნატიფი შრე, სადაც არაფერი ქრება. ისევე როგორც დროთა განმავლობაში წარმოქმნილი ხის შიგნით არსებული რგოლები, ისტორიაც ვითარდება, ხოლო ადრეული მოვლენების წაშლა არ ხდება. თქვენც და თქვენს საყვარელ ადამიანსაც, გაგაჩნიათ სულიერი ზრდის შესაძლებლობა და სწორედ სულიერი ზრდა არის მაღალ საფეხურებზე არსებული მარადიული სიყვარულის წინაპირობა.

 

წყარო: geoastro.ge