5 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს მხოლოდ სექსი უნდა

1190

ზოგიერთ შემთხვევაში ქალის და მამაკაცის ურთიერთობა ინტიმზეა დაფუძნებული. ხშირად ამას ქალები ვერ ხვდებიან. რა ნიშნებით შეიძლება მიხვდეთ რომ მამაკაცს თქვენგან მხოლოდ სექსი აინტერესებს? თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმეს თქვენს მეგობარ მამაკაცს შეამჩნევთ, აუცილებლად გადახედეთ თქვენს ურთიერთობას – იქნებ იმას არ იღებთ მისგან, რასაც ელოდებით?

მხოლოდ ინტიმურ კავშირზე დაფუძნებული ურთიერთობისას მამაკაცები მინიმალურ ინფორმაციას გასცემენ. თუ თქვენ არ იცნობთ მის მეგობრებს, კოლეგებს, მით უმეტეს – ოჯახის წევრებს. ის არც კი ლაპარაკობს თქვენთან თავის სამუშაოზე ან ზოგადად, ცხოვრებაზე. ცხადია, თქვენ მის ცხოვრებაში დიდი ადგილი არ გიჭირავთ და არც ცდილობს თქვენი ურთიერთობა გარღმავდეს.

ძალიან ხშირად უნდება თქვენთან სექსი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შესაფერისი გარემოა ამისთვის. მამაკაცი არც ფიქრობს იმაზე თუ თქვენ რამდენად გაქვთ ამის სურვილი და გამუდმებით ამისკენ გიბიძგებთ. სექსის სურვილი შეიძლება ხალხმრავალ წვეულებაზე, ავტომანქანის სადგომზე ან კლუბის საპირფარეშოში გამოთქვას. უარის მიღების შემთხვევაში კი ძალიან გაღიზიანდება.

არანაირი რომანტიკული საუზმე ან ვახშამი. ინტიმური ურთიერთობის შემდეგ თუ თქვენს მიმართ უყურადღებობას იჩენს, ეს ძალიან ცუდის ნიშანია. შესაძლოა, მართლაც გამოფიტული იყოს და ფიზიკურად არ შეეძლოს ყურადღების გამოხატვა. თუმცა, ამას სისტემატიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

,,ძალიან სექსუალური/ვნებიანი ხარ.’’ – ეს ერთადერთი კომპლიმენტია, რაც მისგან მოგისმენიათ. თუ კომპლიმენტებით არ განებივრებთ, თქვენში მხოლოდ სექსუალურ პარტნიორს ხედავს.

თუ სახლის გარდა არსად გპატიჟებთ : კინოში, თეატრში, თუნდაც, სასეირნოდ, ე.ი. თქვენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა არც უნდა. თქვენი ურთიერთობის დასაწყისიც და განვითარებაც ლოგინია, ამიტომ უმჯობესია, ცხოვრებას რეალურად შეხედოთ – არის კი იგი ის ადამიანი ვისთან ურთიერთობაც მართლა გინდათ?

 

oxford-med.ge