რატომ გაურბის მამაკაცს თვალი სხვა ქალისკენ?

325

ფსიქოლოგების აზრით, ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს:

1. თუ მას არაჟანსაღი სექსუალური ცხოვრება აქვს. ინტიმური ცხოვრებით გამოწვეული უკმაყოფილება, მოწყენილობა-აი, მამაკაცების განხიბვლის ყველაზე ხშირი მიზეზი. უმეტესწილად მეგობარი ქალის ყოლის სურვილი მამაკაცებს ცლქმრობის კრიზისულ პერიოდში უჩნდებათ-5, 7, 11 წლის შემდეგ.

2. სულიერი სიმშვიდისა და ურთიერთგაგების ძიების გამო.თუ საღამოობით დაღლილ მამაკაცს შინ არა მზრუნველი, არამედ ბუზღუნა და უხეში ცოლი ხვდება, ცხადია, უფრო ალერსიანი ქალის მოძებნას შეუდგება.

3. თავისი როლის ხაზგასასმელად, თვითდამკვიდრების მიზნით.თუკი მამაკაცს ოჯახში პირველობის დასამტკიცებელად არგუმენტი სჭირდება, ე.ი. ნამდვილად ეეჭვება საკუთარი შესაძლებლობებისა, ამიტომ პრესტიჟისათვის ცდილობს საყვარელი გაიჩინოს.უფრო ხშირად კი თავს უმტკიცებს-ჯერ კიდევ მაგარი ვარო.მამაკაცის კრიტიკული ასაკი 35-დან 50 წლამდეა.საერთოდ, რაც უფრო ხანში შედის მამაკაცი, მით მეტად ებრძვის სიბერეს.

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებში გაუცნობიერებელ შიშს იწვევს:განსაკუთრებით ეშინიათ ხელმძღვანელი ქალის-ის მათ თავდაჯერებულობას ართმევს და არასრულფასოვნების კომპლექს უჩენს;

აქვთ სამსახურის დაკარგვის შიში;ეშინიათ, რომ მიატოვებენ და მარტო დარჩებიან; საყვარელ ქალთან ყოფნისას არ სიამოვნებთ მათზე სიმპათიური და ათლეტური აღნაგობის მამაკაცის ხილვა; ერიდებიან გასუქებას;ეშინიათ სექსუალური ცხოვრების დროზე ადრე დამთავრების;საკმაოდ უფრთხიან ცოლის სოლიდურ თაამდებობაზე დანიშვნას და ამის გამო ოჯახში ფუნქციის დაკარგვას;ვერ ეგუებიან დამარცხებას;ეშინიათ უმუშევრობის და ცოლის ხარჯზე ცხოვრების;გაურბიან არამყარ ურთიერთობებს.

აი, ის ძირითადი მიზეზები, მამაკაცთა ცხოვრებას ჯოჯოხეთად რომ აქცევს;მაგრამ მათი განეიტრალება ყოველთვის შეუძლია ჭკვიან ქალს.არსებობს განსაზღვრული ეტიკეტი, რომელიც ქალს მამაკაცთან ურთიერთობას გაუადვილებს.თუ ქალს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, ოცნების მამაკაცმა მის გამო თავი დაკარგოს-უნდაიცოდეს, როგორ მიაღწიოს ამას.ამისთვის:

1. თქვენი სამყარო იდუმალების ბურუსში გაახვიეთ.მამაკაცი მანამ ინარჩუნებს რომანტიკულ სახეს, ვიდრე ბოლომდე გაგიცნობთ.

2. ნუ ჩაუძვრებით სულში. “ყოვლისმცოდნე” ქალი მამაკაცს აღიზიანებს.

3. ნაკლები ილაპარაკეთ ყოფით პრობლემებზე.მამაკაცებს მოსწონთ არა მეწვრილმანე, არამედ ზებუნებრივი, თითქოსდა “არაამქვეყნიური” ქალები, უფულობაზე წუწუნი და ნათესავების პრბლემებზე ლაპარაკი შედეგს არ იძლევა.

4. წელიწადში ერთხელ, რამდენიმე დღით მაინც დაშორდით ერთმანეთს.

5. უშიშრად აგრძნობიეთ, რომ მისი საკუთრება არ ხართ.

6. ყოველთვის მიხედეთ გარეგნობას!

 

წყარო