ქალური ფრიგიდულობა და ანორგაზია ქალებში

706

სექსუალური დისფუნქცია არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ ქალების პრობლემაცაა. იმასაც ამბობენ, რომ ეს პრობლემა მდედრობით სქესს უფრო აწუხებს, თუმცა, ამას ქალები იშვიათად აღიარებენ და დახმარებასაც ძნელად თუ ითხოვენ. პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი მისი აღიარებაა.

რატომ ხდება ასე? - თუ მამაკაცს არ აქვს კარგი ერექცია, ან ინტიმური აქტის სურვილი არ უჩნდება, ეს აშკარა შესამჩნევია. მაგრამ თუ ქალს არ სურს სექსი ხშირად ან ორგაზმს ვერ განიცდის, ეს დისფუნქციად არ აღიქმება.

სექსუალური დაუკმაყოფილებლობა ხშირად ჩნდება წყვილში კონფლიქტის მიზეზი. ეს მუდმივ დაღლილობას, გაღიზიანებას იწვევს.

ქალის სექსუალური დისფუნქცია მოიცავს:

  • ფრიგიდულობას;
  • ანორგაზმიას;
  • სექსუალურ ზიზღს;
  • ვაგინიზმს.

ქალთა ფრიგიდულობაში შედის: სექსუალური სურვილის ნაკლებობა, ნაკლები აღგზნება, სექსუალური ფანტაციების სიმცირე, ინიციატივის არარსებობა. რთულია მამაკაცი მიმზიდველად მიიჩნიონ.

ანორგაზმია - ორგაზმის ნაკლებობა. ეს ჩვეულებრივ ფრიგიდულობის მიუხედავადაც შეიძლება მოხდეს. ზოგიერთი ქალი ორგაზმს მხოლოდ მასტურბაციის დროს აღწევს. უფრო რთულ შემთხვევებში კი ამ მეთოდითაც შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებენ, ამის სურვილს ქალები თანდათან კარგავენ.

ანორგაზმიას ზოგიერთ ქალში სტრესი და შფოთვა იწვევს ( თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება, დაძაბულობა ურთიერთობაში და ა.შ.). ანორგაზმია სერიოზული პრობლემაა და პაციენტს სპეციალისტის დახმარება ესაჭიროება.

ანორგაზმიის, ისევე როგორც ფრიგიდულობის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მკაცრი აღზრდა;
  • სტრესული გარემო ბავშვობის, მოზარდობის ასაკში ან სექსუალური აქტივობის დაწყებისას;
  • მშობლების ურთიერთობის მაგალითი;
  • ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება საკუთარი სხეულის მიმართ;
  • ნეგატიური დამოკიდებულება მასტურბაციის მიმართ;
  • პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობა, სტიმულაციის არაეფექტური მეთოდები.

 

oxford-med.ge