პირველი სქესობრივი აქტი

489

ქრისტიანობამდელი სლავები,მკაცრად იცავდნენ რ ი ტ ა ს კანონს, სადაც უმკაცრესი ყურადღება ჯანმრთელი და კეთილშობილი თაობის წარმოქმნას ექცევა.
ამ კანონში ნახსენებია, რომ გოგონას პირველი მამაკაცი აუცილებლად მისი მომავალი ბავშვის მამა უნდა გახდეს. თანამედროვე გაგებით შეიძლება ამ ყველაფერს წარსულის გადმონაშთი ან ბნელი ფანატიზმი ეწოდოს, მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ყოფილ საბჭოთა კავშირში ტარდებოდა მეცნიერული გამოკვლევები, გაკეთებული იქნა მრავალი დასკვნა, რომელიც ადამიანის გენეტიკური თვისებების მომავალ თაობაში გადაცემას და მათ გამოვლინებას ეხებოდა. ამ მეცნიერებას ტელეგონია ეწოდება. ყველაზე მარტივი დაკვირვებები ცხოველებსა და ფრინველებზე ტარდებოდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყველა შემთხვევაში, პირველი მამრობითი სქესის წარმომადგენლის ნიშნები, გარკვეული დოზით, ოდესღაც აუცილებლად იჩენდა თავს მომავალ თაობაში.
მაგრამ ნიშნების გადაცემა არ არის ყველაზე მთავარი. გასაგებია, რომ პირველი მამრი, მდედრის ორგანიზმში ტოვებს ერთგვარ საწყისს, რომელიც მომავალში კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებისას გამოვლინდება და გადაეცემა მომავალ თაობას, მიუხედავად იმისა, ხდებოდა თუ არა კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება. თავდაცვა შესაძლებელია მხოლოდ არასასურველი ფეხმძიმობისგან.
იმ შემთხვევაში, თუ მომავალი ბავშვის მამა სხვა პიროვნებაა, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად აისახოს ბავშვებზე და მივიღოთ ფიზიკურად ანდაც სულიერად სუსტი არამიზანდასახული, პასიური და გულქვა თაობა.
სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ქალები, რომელთაც ერთზე მეტი მამაკაცი ეყოლებოდათ, გვარიდან იდევნებოდნენ, როგორც ამას რიტას კანონის ერთ ერთი პუნქტი მიოთხოვდა. მაგრამ როდესაც ქალს ბავშვების სასურველი რაოდენობა ეყოლებოდა და გარკვეული მიზეზების გამო აღარ შეეძლო ანდაც აღარ სურდა ბავშვის გაჩენა, მის მიერ ჩადენილი ქმრის ღალატი, მეუღლის თანდასწრებით ისჯებოდა, მაგრამ იყო ასევე შემთხვევები, როდესაც ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავდნენ. ამ შემთხვევაში, ქალი საკუთარ ჯანმრთელობას აყენებდა რისკის ქვეშ, რადგან ცნობილია, რომ რამოდენიმე მამაკაცისგან მიღებული გენეტიკური სახეობების კომბინაციები მის ორგანიზმში ენერგეტიკულ დისბალანსს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს იწვევს.
მსგავსი წესები, რა თქმა უნდა დედამიწის სხვა კუთხეებშიც იქნა შემოღებული. არავინ იცოდა თუ რისთვის, მაგრამ მკაცრად ასრულებდნენ მათ. ასევე სრულიად შესაძლებელია, რომ მათ ჩვენზე მეტიც იცოდნენ. უკანონო ბავშვებთან ერთად გარიყული მშობლები ჯგუფებად ერთიანდებოდნენ და იძულებული იყვნენ მომთაბარე ცხოვრებით ერჩინათ თავი და ნებისმიერი გზებით ცდილობდნენ თავის რჩენას. ამდაგვარად წარმოიშვა ბოშათა გაერთიანებები.
რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათ მიერ ჩასახულ მომავალ თაობებზე არ ახდენს გენეტიკურ გავლენას სხვა პარტნიორებთან მომხდარი სქესობრივი კავშირები, თუ არ ჩავთვლით ინფექციურ დაავადებებს, მაგრამ ამ ყველაფერს ადრე შედარებით მარტივად აღიქვამდნენ. უძველეს არიულ ვედაში ნათქვამია, რომ მამაკაცი ქალს აძლევს ერთი წლის ძალას – 3 თვეს ნაყოფის ფორმირებისათვის, ხოლო 9 თვეს მისი ტარებისთვის. ამის დასტური აიურვედაშიც მოიძებნება, სადაც ანალოგიურად არის აღწერილი ენერგიათა ურთიერთქმედება ბავშვის ჩასახვისას და მისი ტარების პერიოდში.
გაუგებარია თუ რატომ არავინ საუბრობს ამ ფაქტზე. იქნებ სუსტი ადამიანებით მანიპულირება ბევრად ადვილია? ანდაც მეცნიერების მიერ ფაქტის ამოუხსნელობის გამო, მისი გახმაურება არ ხდება?
ის თუ როგორი იქნება მომავალი თაობა, რა თქმა უნდა წინასწარ არავინ იცის, მაგრამ არჩევანი ცხოვრებაში ყოველთვის არის.
ვედებში საუბარია, რომ მომავალი ბავშვის გონებრივი განვითარება და ჩვევები, დიდი დოზით მისი მშობლების გონებრივი და ფსიქიური მდგომარეობით განისაზღვრება; კერძოდ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გრძნობენ თავს და რა განწყობა აქვთ მშობლებს ბავშვის ჩასახვისას. ჯერ კიდევ ასი წლის წინ, ინდოეთში, ჩასახვამდე დედ-მამა გარკვეულ ვედურ განწმენდის რიტუალს გადიოდა, რაც მათში ენეგეტიკული ველის და ფსიქიკის ბალანსს უწყობდა ხელს. სწორედ ამის შემდეგ იქნებოდა მომავალი თაობა ბევრად ჯანმრთელი და ძლიერი. მათ იცოდნენ, რომ ადამიანის გონებრივი მდგომარეობა ჩასახვისას, ბავშის მომავალს განსაზღვრავდა. დღევანდელ დროში, ხსენებულ რიტუალებზე თითქმის არავის სმენია და ხშირ შემთხვევაში ჩასახვა ცნობიერების წაბილწულ მდგომარეობაში ხდება, რაც არც თუ იშვიათად, მომავალ თაობებზეც აისახება. აღნიშნული პრობლემა, ადამიანის მასობრივი დეგრადაციის გამომწვევია და ხშირად მშობლები საკუთარი უმეცრების საზღაურს აუცილებლად იხდიან. სწორედ ამიტომ არის მოცემული თემა ასე მნიშვნელოვანი და შესასწავლად აუცილებელი.
როგორი იქნება თქვენი მომავალი ბავშვი, უმეტესწილად დამოკიდებულია თქვენზე. შეეცადეთ ნუ გაუფუჭებთ ცხოვრებას საკუთარ თავს და სხვებს.

 

წყარო