ჩვენ კანუდოსის შენება დავიწყეთ, დედაჩემო

96

წყარო – dare.ge

,,ახლა ვინმემ რომ იკითხოს: რა გითხრათ, რით გაგახაროთ-ო, მზიურელი ვარ-თქო ვეტყვი და მორჩება ყველაფერი.

დღეში ასჯერ მირეკავს დედაჩემი. ერთადერთი შვილი ვყავარ, სიმწრით გაზრდილი, როგორც იტყვიან ხოლმე. არიქაინფექცია არ შეგეჭრას, ძალიან მძიმეებს ნუ აწევ, არ გაცივდე, მზემ არ დაგკრას მმოძღვრავს, შორიდანაც მეფერება დამიცავს. მე ვბრაზდები და ირგვლივ ვიყურები. მერე წამით ვგრძნობ, რომ ყველა ჩვენგანს ელოდება სახლში მოქოთქოთედედა, რომელიც სიამაყენარევი ქოქოლით მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს სიფრთხილისკენ.
ისე კი მინდა, გითხრა, დედაჩემო, რომ მე იქ ვარ ყოველდღე, სადაც უნდა ვიყო. პატარ-პატარა მზეები აგვიფეთქდა ჩემსტოლებს გულებში და ახლა, თუ ვინმეს უნდა მზიანი საქართველოს ნახვა, ჩვენთან მოდით მზიურში. მეტი რა უნდავთქვა, რაც დაიწერა ყველაფერი მართალია.
ძნელი ყოფილა კანუდოსი, ძალიან ძნელი. უფრო ძნელი კი მიწა ყოფილა. ებრძვი, გევრძვის, გღლის, ნერვებს გიწამლავს,მაგრამ ადამიანი რის ადამიანია, სიკვდილის გარდა ყველაფერს არჯულებს. ჩვენც მოვარჯულეთ დედაჩემო მიწა.

ტალახში ჩაფლულები ვფუსფუსებთ და გვიხარია, ნამდვილი ტალახი რომ გვახმება სახეებზე და არა ის არაადამიანურისიბინძურე, გულგრილობა რომ ქვია და დიდი ხანია გვჭირს მთელ ერს.

როგორ უნდა მივატოვო ყველაფერი, ჩემი თვალით ვნახე, კაფანდარა გოგო ჟანგბადის ბალონით იყო მოსული და ჩვენზეარანაკლებ შრომობდა. ვიღაცამ ოჯახის წევრები გაატანა ვერარეჩკას, მაგრამ დღემდე ჩვენს გვერდითაა, ვიღაც დაიღალა,მაგრამ მაინც ებრძვის სტიქიას, ვიღაცას შია, მაგრამ არ იმჩნევს, ვიღაცას მოწევა უნდა, მაგრამ მეც რომ მინდა იცის დადატოვებულ ღერსაც მიყოფს.

ამის მერე მართლა მჯერა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს. ვიღაცის პოსტი ვნახე ამასწინ, დოჩანაშვილსლანძღავდა: ასეთი სიუჟეტი გააფუჭა ამ ფრაზითო. მე კი გეტყვით, რომ თუ ვინმეს ამაში ეჭვი გეპარებათ, მოდითმზიურში. აქ მივხვდით თითოეული მოხალისე, რომ თურმე ყველას გვქონია ჩვენი ქალაქი, ოღონდ აქამდე არ ვიცოდით,ახლა მივხვდით და არ ვამხელთ, უსიტყვოდ, ოფლით, სისხლით, თანადგომით, გადაღლილი მზერით დაუგულწრფელესი ღიმილით გამოვხატავთ. ყველა ვაშენებთ ჩვენს წილ თეთრ, ტალახის სახლებს გულებში და ისვერარეჩკა გუშინ დედაბუდიანად რომ ამოგვაგდო, ახლა კანუდოსის მაცოცხლებელი მდინარეა, რომელიც გვახსენებს,რომ კაცის გული ისეთივე მოუხელთებელია, როგორიც ეს გადარეული მდინარე და როცა ნიჰილიზმის ჯებირებსდალეწავს ყველაფრის წალეკვა შეუძლია, ყველაფრის.
ჩვენ ჩვენი კანუდოსის შენება დავიწყეთ დედაჩემო და ღმერთმა არ ქნას ამ ბრძოლაში დავმარცხდეთ და არცდავმარცხდებით. მე კი შენც და შენ ტოლებსაც მიწამდე დაგუხრით თავს და მადლობას გადაგიხდით ყველაფრის ფასადაქმადე რომ მოგვიტანეთ, მალე სულ მალე კი ჩვენ წავიღებთ ჩვენს წილ წასაღებს, ჩვენ ვიტვირთავთ ჩვენს წილ ტვირთს.
ლაფში ამოსვრილი მზიურის გაწმენდა თუ შიშველი ხელებით მოვახერხეთ, გაუტანლობაში ამოსვრილი ქვეყნისგაწმენდასაც შევძებთ და გევედრებით, უბრალოდ გჯეროდეთ, გჯეროდეთ ჩვენი. ჩვენ მზიურის თაობა ვართ.
გიორგი სარალიძე !