სადამდე მიჰყავს ქალი უსექსობას…

127

სპეციალისტების აზრით, მაშინ, როდესაც ქალი განიცდის სექსის ნაკლებობას, მის ორგანიზმში გამომუშავდება მამაკაცური ჰორმონები, კანი ხდება გაცილებით სქელი და ცხიმიანი. ამასთანავე, მენსტრუალური ტკივილები ხდება უფრო ხშირი და გაუსაძლისი, ხოლო მენოპაუზის პირველ პერიოდებში იგრძნობა განსაკუთრებულად დიდი დისკომფორტი.

პარტნიორთან დიდი ხნის განმავლობაში სექსის არქონა, ქალში დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. განსხვავებით ძლიერი სქესის წარმომადგენლებისგან, ქალბატონები სექსისგან სიამოვნების მიღებას იწყებენ დაახლოებით 30 წლის ასაკიდან. 35 – 40 წელი ქალისათვის სექსუალური ცხოვრების პიკია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ახალგაზრდებიც იჩენენ დიდ ინტერესს სექსუალური ცხოვრებისადმი, ნამდვილ სიმაღლეებს ქალი ასაკში შესვლისას იპყრობს.

ხშირ შემთხვევებში, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციონ საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნილებებს, უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალონ სამსახური ან სხვა საქმეები, მაგრამ ბოლოს მაინც ცხადი ხდება, რომ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან ბრძოლა შეუძლებელია.

თუ მივმართავთ ფსიქოლოგს, გვეტყვიან, რომ არსებობს ქალის სექსუალურობის ორი ტიპი: კაცური – როცა ქალს სურს სექსი ისევე ხშირად, როგორ მამაკაცს და მეორე ტიპი – როცა სექსის უქონლობა გადადის ჩვევაში და იკლებს მოთხოვნილებაც. ორივე შემთხვევაში, ის ენერგია, რომლსაც ადამიანი ხარჯავს სექსის დროს, გროვდება და ადრე თუ გვიან თავს იჩენს.

სექსის უქონლობას ქალი მიჰყავს იმ ზომამდე, რომ გაუცნობიერებლად ხდება ჰიპერაქტიური. საკუთარ თავზე იღებს უზომოდ დიდი რაოდენობის საქმეს, ცდილობს იპოვოს დამატებითი სამსახური, რასაც საბოლოოდ გადაღლილობისა და სტრესისაკენ მიჰყავს. ამ შემთხვევბში, ქალბატონები ატყუებენ საკუთარ თავს და საკუთარ ორგანიზმს, რაც ბოლომდე არ გამოსდით.

იმ შემთხვევებში, როდესაც მამაკაცი არის სექსუალურად დაუკმაყოფილებელი, ის აკეთებს ყველაფერს რომ მიიღოს სასურველი, მაგრამ ქალი არა! მას ურჩევნია თავი სხვა რამით „გაირთოს”, რაც ბოლოს ნერვულ აშილილობასა თუ კონცენტრაციის დაკარგვით ბოლოვდება ხოლმე.

მსგავს სიტუაციებს შეიძლება შევხვდეთ ოჯახებშიც. იმ შემთხვევებშიც კი, როცა ცოლ-ქმარს იდეალური ურთიერთდამოკიდებულება აქვს და ბავშვებს ზრდიან, მათი ურთიერთობა ახალ დონეზე გადადის – ხდებიან კარგი მეგობრები, ერთმანეთს უზიარებენ ყველაფერს, მაგრამ ამ დროს წარმოიქმნება პრობლემა – ერთმანეთი აღარ აღაგზნებთ.

ეს ყველაფრი ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში, ამიტომ აუცილებელია ხანდახან მაინც თავი დააღწიოს საოჯახო საქმებს და დრო საკუთარ თავს მიუძღვნას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაიწყოს კიდევ ერთი ურთიერთობა ოჯახის გარეთ. დაგვიჯერეთ, თქვენი მეუღლე ნამდვილად არ იქნება წინააღმდეგი ერთ-ორი საათი გაატაროს თქვენთან ინტიმურ გარემოში.

წყარო