როდის სჯობს გათხოვება?

686

თუ თქვენ ქორწილს გეგმავთ იმის გარდა, რომ უნდა შეარჩიოთ სასურველი დღე, საუკეთესო რესტორანი და განუმეორებელი კაბა, ამის გარდა აუცილებლად კარგად დაფიქრდით, თუ რომელ თვეში იქნება თქვენი ქორწილი.

თავიდან მეც არ მჯეროდა ამ ყველაფრის, მაგრამ როცა ჩემი ახლობლების და მეგობრების ქორწინების პერიოდს გადავხედე, მოცემული კალენდრის სიმართლეში საბოლოოდ დავრწმუნდი.

მოცემული კალენდარი გაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რომელ თვეს სჯობს ქორწინება. საბოლოო გადაწყვეტილება კი რა თქმა უნდა თქვენზეა, ჩვენ უბრალოდ გირჩევთ!

მაშ, ასე! ვიწყებთ პირველი თვიდან!

 

იანვარი – ქორწინებისათვის ნუ აარჩევთ მაინც და მაინც პირველივე თვეს, რადგან სამწუხაროდ თქვენი მეუღლე მალე დაგტოვებთ.

თებერვალი – ზამთრის ბოლო თვე საკმაოდ კარგია ქორწინებისათვის – თქვენ იცხოვრებთ სრული თანხმობით.

მარტი – თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი ქვეყნიდან შორს იცხოვროთ, მაშინ სწორედ აგირჩევიათ გაზაფხულის პირველი თვე! მარტში ქორწინება სხვა მხარეს ცხოვრებას მოგიტანთ.

აპრილი – თუ თქვენ ცვალებადი ხასიათით გამოირჩევით, აპრილში ქორწინების შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებთ ცვალებად ბედნიერებას.

მაისი – ღალატის ყველას ეშინია, რა თქმა უნდა სხვა თვე ამისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ მაინც ნუ იქორწინებთ მაისში. თქვენ ღალატი საკუთარ სახლში დაგხვდებათ.

ივნისი – თაფლობის თვე ერთობლივი ცხოვრების ყველაზე ჯადოსნურ და ბედნიერ პერიოდად მოიაზრება. ვის არ უნდა, რომ თაფლობის თვის რომანტიკა ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს?! ყველაფერი ზუსტად ასე იქნება თუ თქვენ ივნისს აარჩევთ. თქვენი თაფლობის თვე მთელი ცხოვრება გაგრძელდება.

ივლისი – იმის გარდა, რომ ივლისში უზომოდ ცხელა, ეს თვე თურმე არც ქორწინებისთვის ყოფილა კარგი. თქვენ საკუთარ ცხოვრებაზე მხოლოდ ტკბილ-მწარე მოგონება შეგრჩებათ.

აგვისტო – დაივიწყეთ ის ფაქტი, რომ აგვისტოში იმაზე მეტად ცხელა ვიდრე ივლისში და უთხარით „მას“, რომ თანახმა ხართ! თქვენი ქმარი მთელი ცხოვრების მანძილზე აუცილებლად იქნება მოსიყვარულე მეუღლე და საუკეთესო მეგობარი.

სექტემბერი – თუ თქვენ კონსერვატორი ხართ და არ გხიბლავთ ცვლილებები, მაშინ სექტემბერი თქვენი ქორწინებისათვის იდეალური თვეა. თქვენ გელით წყნარი და მშვიდი ცხოვრება.

ოქტომბერი – ნუ აარჩევთ ოქტომბერს ქორწინებისათვის, რადგან თქვენი ცხოვრება იქნება რთული და მძიმე.

ნოემბერი –  თუ თქვენ მატერიალისტი ხართ, მაშინ ნოემბერის სუსხი დაივიწყეთ და გაყევით „მას“. თქვენ მატერიალურად უზრუნველი ცხოვრება გელით.

დეკემბერი – წლის ბოლო თვე, ეს ალბათ თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება! თქვენი სიყვარულის ვარსკვლავი ძლიერად იკაშკაშებს.

 

საკო კ