როგორია მამაკაცების აზრით იდეალური ქალის წონა და სიმაღლე?

167

აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს ძალიან გამხდარი ქალები კი არ მოსწონთ, არამედ სრული და ფერხორციანი. ჰაიფის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იდეალური ქალი 170 სმ სიმაღლის შემთხვევაში 77 კილოგრამს უნდა იწონიდეს. ამ პარამეტრების მიღწევა მარტივია, თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევთ და სწორად იკვებებით.
ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქალები ფეხის ნორმალური სიგრძით ბევრად სექსუალურად გამოიყურებიან, ვიდრე მაღალფეხება ლამაზმანები.
აღსანიშნავია, რომ დღეს ბევრი ქვეყანა ყველანაირი ხერხით ცდილობს, სამოდელო ბიზნესი ზედმეტი სიგამხდრისგან გაათავისუფლოს. ასე მაგალითად, ისრაელის ხელისუფლებამ 2012 წელს აკრძალა რეკლამებში იმ მოდელების გადაღება, რომელთა სხეულის წონის ინდექსი 18,5-ზე დაბალია. ანუ მათი ნორმებით, 18,5 ქალის კახექსიურობაზე მეტყველებს. ერთი სიტყვით, სიგამხდრე მოდაში აღარ არის და ამიტომაც იქნებ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ სულაც არ დაგვეცვა დიეტა?

 

წყარო