მოხალისე გოგოები ბალერინები აღმოჩნდნენ, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან…

126

ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ჰამქრელo ანა მარგველაშვილი წერდა, მოხალისე ძალიან ბევრია, მაგრამ ნიჩბები და რეზინის ხელთათმანები აკლიათ ყველგანო… ქავთარაძის ბაზრობაზე მივირბინე ნიჩბების საყიდლად. გამყიდველმა ინამუსა და მთლად საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად გაზრდილ ფასად – 10 ლარად არ მომყიდა (7 ლარამდე ვივაჭრეთ, ბევრი მინდოდა). აქვე გადავეყარე ნიჩბების მაძიებელ სამ ლამაზ, კაფანდარა გოგოს. გამოველაპარაკე და რაკი ზუსტად არ იცოდნენ, სად წასულიყვნენ, დამემგზავრნენ. თუმცა, მანქანით შორს ვერ წავედით და გაბუღულ და გადაჭედილ თამარაშვილზე ფეხით ვიარეთ ვაკის სასაფლაომდე. მოხალისე გოგოები ბალერინები აღმოჩდნენ, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ერთ-ერთი, თეკლა, გუშინ ჩამოსულა გასტროლებიდან… მოკლედ, ორ-ორი ნიჩაბი შემოიწყვეს მხრებზე და სრულიად პრინციპული სახეებით მოაბიჯებდნენ. ვაკის სასაფლაოს ხეობამდე რომ მივაღწიეთ, მე უკვე გათანგული ვიყავი, მათ კი თავის კუთვნილი ნიჩბები არ დათმეს, ორგანიზატორი მოძებნეს და საქმეს შეუდგნენ. ვეცადე, დამერწმუნებინა, იქ მდგარი უნიჩბო ბიჭებისთვის დაეთმოთ ასპარეზი, მაგრამ ნურას უკაცრავად! ძალიან გული მწყდება, რომ ამ უკარგეს გოგოებს ფოტოები არ გადავუღე. სახელები კი ვიცი – თეკლა ტყეშელაშვილი, თამუნა რევია და მარიამ ქოიავა!” – წერს შავერდაშვილი.

წყარო