მე რომ დაუბადებელი ბავშვების ქვეყანაში ვყოფილიყავი

111

ზღაპრის სულებივით წყნარად დაცანცარებენ ბავშვები. ყველაფერი ჩვეულებრივი სამყაროსავითაა, ოღონდ ეს პატარა არსებები თეთრ ბატკნებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ბავშვებს. მეც მათ შორის ვარ, თეთრი პატარა ბატკანი, რომელიც თავის ფარას ჩამორჩა.

ჩვენში, ანუ სილუეტებში რომლებშიც ახლა ვარსებობთ, ალბათ მილიონობით აზრი ირევა. სად მოვხვდები, სად წავალ, საბოლოო ნაბიჯის შემდეგ კი ყველაფერი გვავიწყდება და ჩვენი ზღაპრული სული არსებობას თავიდან იწყებს. არ მინდა, რომ ფილოსოფოსივით ჩამოვჯდე და ვწერო, ვაფრქვიო აზრები, რომლებიც პატარა ბავშვისაა, რომლის ნაფიქრალსაც ალბათ არავინ დაიჯერებს. ყველაფერი ერთ დიდ ქვეცნობიერშია, სადაც შავი ახალ ფერს იძენს და ცისარტყელას ემსგავსება. სადაც ტყუილი და მზაკვრული აზრები არ გვაწუხებს, ან უბრალოდ,  ვერ აღწევენ ჩვენამდე. ამდენ ნოსტალგიაში სულ ჩამოვრჩი ჩემს ფარას, რომელიც პეპელასავით ფარფატით მიიწევს წინ. ჩვენთან მთვარე და მზე ერთმანეთს ყოველდღე ხვდება. მგონი, დროა მოვრჩე ფიქრს, თორემ გასცდნენ ჰორიზონტს სადაც, ჩვენი ფიქრები საბოლოოდ იფანტება და ზღაპრის გმირები ადამიანებში ინაცვლებენ.

 

სალომე ბოჭორიშვილი,
15 წლის