მჭირდები

120

მე ვარ მარტოსული,
შორი მოგონება,
წარსულის უგზო შვილი,
ჩემი ფიქრები შენს ფიქრებს შეხვდა.

მე ვარ ღამის მცველი,
წამთა გაორება,
გაზაფხულზე სარკმლის ცრემლი,
ჩემი სიბნელე შენს სინათლეს შეეგება.

მე ვარ უდაბნო,
უსახური ხალხის გაფიქრება,
მოხეტიალე ჩრდილი,
ჩემი სული შენსას შეეკედლა.

მე ვარ მესაფლავე შენი ოცნებების,
შემი ქანდაკება შენსას შეეხო და
გაცოცხლდა.

 

მარიამ კავილაძე,
18 წლის