უდაბნოს ყვავილი

306

უდაბნოქმნილმა სულმა იშვილა
დროის  ქროლვა და შეიმოსა სხეული ჩემი.
მივყვები ბილიკს მიუსაფარი, ვით გემი
ტალღებს რომ ნთქავს და
ევლინება ნაპირი ბოლოს.
მე შენს ქუჩებზე არასდროს ვივლი
ფრთამოტეხილი.
მე მეძახიან უმისამართო, თხელი ხეები.
მათ დამანახეს მარადისობა.
მე მიყვარს სურნელი ყვავილობის,
კარამდე თოვლი,
ნათლის ანგელოზს მხოლოდ ბავშვი ხედავს.
მიყვარს შენამდე მოსული ყოველი სიტყვა,
ყოველი ომი,
ეს სიყვარული შევადარე
უდაბნოს ყვავილს.

 

მარიამ კავილაძე,
18 წლის