ეძღვნებათ ცისქვეშეთელებს

138

მე მუდამ ვუსვამდი კითხვებს საკუთარ თავს, მაგარამ არა სხვებს.

იმ განთიადის მზემ ჩემში სამყაროს სულისგან შეთხზული ოცნებები ჩაღვარა,
ღმერთის სევდისგან ნაქსოვი ბედნიერება გადამაფარა და მითხრა:

– ეძებე და აუცილებლად იპოვი!

მას შემდეგ ვეძებდი ადამიანებს, ვინც ბედავენ ფიქრს თავისუფლებაზე.
იმ დღეს შენ შემამეცნე თავისუფლება, როგორც ცნება დაღალული მგზავრისა…

ვეძებდი სიტყვებს, რათა გამებედა თქმა იმისა, რომ მინდა მიყვარდეს. იმ დღის ქარი კი დუმილს ქროდა, მხოლოდ სიცოცხლეს ვგრძნობდი, მხოლოდ სამუდამოდ მინდოდა შენს გვერდით დარჩენა. მხოლოდ მაშინ მე გზაჯვარედინზე აღარ ვიდექი. და მეზმანა სივრცე ახლობელი, სივრცე შენით აღვსილი… თუკი ვიბადებით ერთხელ, ფრენა რატომ არ შეგვიძლია?

ვეძებდი კიბეს, მის საფეხურებს მთვარის შუქისგან მიტოვებულს, მზიან ღამეში. გიპოვე შენ! დასალიერის ნახატი, ჭრილობების განმაქარვებელი ამბავი.

ვეძებდი კარს, რომ შემეცნო ახალი სამყარო. და დავიწყეთ საუბარი…

– რა სჭირდება სამყაროს? – გკითხე.

– სიყვარული! – მიპასუხე.

ცას შემაკედლე…

 

 

მარიამ კავილაძე,
18 წლის