ზაფხულის გაელვება

154

თავიდან ყველაფერი ნისლით დაიწყო. ტრიალ მინდორში გახვრეტილსახურავიან ქოხში ვსხედვართ. გვეგონა ზაფხულში მივდიოდით, ამიტომ სიფრიფანა ტანსაცმელი წავიღეთ. უცბად გაწვიმდა, ნისლი უფრო ჩამოწვა და გამუქდა. ვკანკალებთ.

უსაქმურობისაგან თამაში დავიწყეთ, რომელსაც ორი პირობა აქვს: არ უნდა მოიტყუო და წვიმის გადაღებამდე ითამაშო. გარეთ  მაინც ვერ გავიდოდით. ცა წვეთებს არ იშურებდა, გვასხამდა და გვასხამდა. გახვრეტილი სახურავიდან შემოღწეული წვეთები წკაპაწკუპით გვიახლოვდებოდნენ.

წესები არ დაგვირღვევია. ნელ-ნელა ვშრებოდით, ვთბებოდით და ვიღიმებოდით. წვიმა ორ დღეს გაგრძელდა.

 

იოანა წულაია,
17 წლის