მე ვარ კიბე სახურავზე

112

– აღარ შემიძლია, უნდა დავნებდე.

უთხრა IV რაუნდის შემდეგ შესვენებაზე გასულმა გიორგიმ მწვრთნელს.

– ბოლომდე იბრძოლე, შეეცადე არ იფიქრო უკან დახევაზე, შეეცადე ააგო კიბე…

სახურავზე. დაიწყო V რაუნდიც. სულ ცოტა ხანში გიორგი ხელებს დაბლა უშვებს, მოწინააღმდეგე მაშინვე ნოკაუტში აგდებს მას.

სწორედ ამ დროს ინგრევა სახურავზე მდგარი კიბე მწვრთნელის წარმოსახვაში.

 

თომა იჩუაიძე,
17 წლის