მატარებელში

109

– არ მინდა წასვლა, ბებო!

– რატომ, დედას და მამას ნახვა არ გინდა?

– უნდა წავიდეთ, ჩაიცვი ჟაკეტი, ცივა! – ეუბნება უფროსი ძმა.

– შენც ხომ ყველაფერი უნდა დაგიჯერო! – ჩაიბუტბუტა უმცროსმა.

ბიჭები მატარებელში ჩასხდნენ.

– მშია, ლობიანი მომეცი.

– არა.

– რატომ?

– მე შევჭამე. – შერცხვა უფროს ძმას.

– კაი, არა უშავს, ხო, მე ხო ჩაგიდე მეორე ლობიანი.

დიდ ძმას გაეცინა.

– მე მეძინება.

– დაიძინე.

– მცივა.

– აი, ჩემი ჟაკეტი.

– მადლობა.

პატარა ძმას ჩაეძინა. დიდი ძმა კარგად უკეცავს ჟაკეტს გადის ვაგონიდან.

 

ტასო ბეგიაშვილი,
9 წლის