კიბე სახურავზე

130

შორს, სადაც თვითმფრინავი თავის ნაკვალევს ტოვებს, მგონია, რომ უფრო რეალური სამყაროა. აივანი, საიდანაც არარეალური ფიქრები ცოტა უფრო ნამდვილი ხდება, საიდანაც კიბეზე მსხდომი შეყვარებულების ადგილას ჩემი თავი სულელურად წარმომიდგენია. საიდანაც, შორიდან აივნებზე შემომსხდარი მტრედები თეთრ სარეცხს არ ჰგვანან. შუქით სავსე ფანჯრებში კი ადამიანების სილუეტები ირევა. ზოგი ბავშვებს უყვირის, რომ სახლში ავიდნენ და საჭმელი ჭამონ. ზოგიც კი უბრალოდ სევდისგან, სიხარულისგან ან თუნდაც სიბრაზისაგან ეზოს დაჰყურებს, მაღლა იხედებიან და ხვდებიან, რომ ცა თანდათან ფოთლების, ზღვისა და სიყვარულის ფერებში ირევა. კიბე სახურავზე, ცაში, აივანზე, სარდაფში, სულ ერთია, სად! უბრალოდ, იმისთვის, რომ არარეალურ სამყაროს გავექცეთ და ცოტათი მაინც შევერიოთ სინამდვილეს.

 

სალომე ბოჭორიშვილი,
15 წლის