დღის faebook პოსტი – “ვივუსები მაქვს შეჩემა”

361

ცოტა ხნის წინ კაი ბიჭები ვბაზრობდით თბილისურ ავთენტურ სუბკულტურებზე. ჰოდა რო დავფიქრდი, ამ ყბადაღებული ბაბულიკების გარდა რა სუბკულტურა შვა დედაქალაქმა-მეთქი, ერთი სუბკულტურის იდენტიფიცირება მოვახდინე, ,რომელსაც პირობითათ შეგვიძლია დავარქვათ “ვივუსები მაქ შეჩემა” სუბკულტურა.

ძირითადად 16 წლიდან ზევით ტიპები.

საერთო მახასიათებლები: გამოტანილი აქვთ ყველა შესაძლო ონლაინ სესხი, მათი ცხოვრება არის სესხიდან სესხამდე, ერთი სესხი მეორის გასასტუმრებლად, მეორე სესხი მესამის გასასტუმრებლად და ა.შ.


არიან უმუშევრები, ან სტუდენტები, რომლებიც ლექციაზე არ დადიან, მაგრამ სულ “დვიჟენიაში” არიან. “გოგოს დვიჟენიაში” “ფულის დვიჟენიაში” “მოსაწევის დვიჟენიაში” და ა.შ. “დვიჟენიებში.”


რა თქმა უნდა ქვთ ფიზიკური პირების ვალებიც, ძირითადად ეს ფიზიკური პირი მათი ბეჯითი კურსელია, ან ერთადერთი დასაქმებული მეგობარი, რომელსაც რამდენიმე ვალი უკვე არ დაუბრუნა და მაგრად უტყდება. 


ძირითადი ბირჟა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ძირითადად აჭარაში. თუმცა შიგადაშიგ შაურმის საჭმელად ამოდიან. 


აცვიათ რაც ხელში მოხვდებათ ის, თუ მოიგო ტოტალიზატორში რამე ზმანს დაითრევს.
თამაშობენ ონლაინ-პოკერს ევროპაზე ან აჭარაზე, სავარაუდო ნიკები: padvala, mgelo777, marley1995. ავატარებიც ერთნაირი, მარიხუანის ფოთოლი.


“ვივუსები მაქ შეჩემა” მეგობრებს შორის ხშირია უთანხმოებები მოსაწევის გამო. 


“რატო მომტეხე ჩემი დედაშევეცი, ხო იცი რა მაგრად მინდოდა?”


“შენ ძმობას ვფიცავარ ერთი ჩაყრა გვქონდა”


თუმცა იტყუებიან.


მუსიკა: ფლეილისტში აქვთ, ცოტა ბობ მარლი, ცოტა ზემფირა, ცოტა ჰიპ-ჰოპი და ერთი ორი ელექტროტრეკი, რომელიც არ მოწონთ, მაგრამ აქვთ. 


ბოლო დროს ხშირად გადააწყდებით კლუბებში, ძირითადად დადიან, იმიტომ რომ მდმა-ს პონტი იყო და სამწუხაროდ ერთი საათის წინ გაიმაზა და დვიჟენიობს, ეგება ვინმე ნაცნობი გააძროს და ერთი ნაპასი დაარტყას, თორემ ძალიან ცუდად არი. 


სხვაათაშორის მდმა-ს პონტი საიდანაც იყო, ისიც მაგ სუბკულტურის წარმომადგენელია, თუმცა ცოტა უფრო გაქექელი და ეშმაკი, იმიტომ რომ ახერხებს თავისნაირების გაცურებას.