დღის FACEBOOK სტატუსი: ყოველთვის მომწონდა ბიჭები, რომლებიც იყვნენ კარგად და სუფთად ჩაცმულები. დღეს კი მხოლოდ ის ბიჭები მომწონს, რომლებიც ტალხიანი და ნიჩბიანები დადიან ქალაქში

382

ყოველთვის მომწონდა ბიჭები, რომლებიც იყვნენ კარგად და სუფთად ჩაცმულები. დღეს კი მხოლოდ ის ბიჭები მომწონს, რომლებიც ტალხიანი და ლაფატკიანები დადიან ქალაქში… ბიჭებო მაგრები ხართ! : )

დღეს მთელი დღე ვიყავი სვანიძის ქუჩაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც “ღადაობთ” სტიქიაზე: მანქანის ფანჯრიდან ფუმფულა ვეფხვს აყოფინებთ თავს და ირონით წერთ ლომი და ავაზა “კანეპეში” როგორ მიირთმევენ ყავას; რომ გენახათ რაც ხდებოდა სვანიძეზე, ნამდვილად აღარ იხუმრებდით!

ვინც გარეთ არ გასულა ეს 2 დღე ტელევიზიით ნამდვილად ვერ მიხვდება იმას რა საშინელება ტრიალებს ქალაქში. კარგი იქნება თუ გამოხვალთ და დაეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ ასე დააზარალა და არ ამოფარებით სამსახურის ამ დროისთვის სრულიად უადგილო “საქმეებს” თავს!

მე და Elle Korkot-მ სვანიძიდან მელიქიშვილამდე ფეხით ვიარეთ. ადამიანების უმრავლესობა როგორც 2 “ბინძურ არსებას” გვიყურებდა; უმცირესობა კი გვიხდიდა მადლობას და დიახ, ძალიან მიხაროდა! ისე ისეთ ფორმაში ვიყავით, რომ ციგნის ბავშვებმა გვერდიც კი აგვიარეს (ერთადერთი სასიხარულო ამბავი) :))))

მოკლედ, ძალიან ბევრი ვწერე, მაგრამ ეს იმის ნახევარიც არ არის რისი თქმაც მინდოდა… უბრალოდ, გთხოვთ ყველას, რომ გარეთ გამოხვიდეთ და დაეხმაროთ სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს!

P.S. ფოტოები გადავიღე და მალე დავდებ, არა იმიტომ რომ დაგანახოთ როგორი “კეთილი” ვარ :))) უბრალოდ კარგად მიხვდეთ რა ხდება ქალაქში და ხვალიდან თქვენცჩაერთოთ!

P.S.-2 ხო და კიდევ, დიდი მადლობა იმ კომპანიებს, რომლებიც საკვებითა და სასმელით ამარაგებენ დაზარალებულ ოჯახებს, მოხალისეებს და ა.შ. Datka Gelashvili ნიცა ჩოლოყაშვილი დათკა და ნიცა მადლობა “ბორჯომით” და “მიტარბით” მომარაგებისთვის! : )

P.S.-3 (ეს უკვე ბოლოა:)) ტაქსისტებო, ლაფატკიან ბიჭებს და ცოცხიან გოგოებს ნუ გაურბიხართ! პირიქით, გაგვიღიმეთ და გააჩერეთ… ფულს გადაგიხდით… : )

ავტორი: საკო კოჭლამაზაშვილი