დღის facebook პოსტი – როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის დონე

123

მოკლედ, მე მაქვს იდეა როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის დონე, ამისათვის საჭიროა ნაწარმოებები გამოვიდეს ახალი სათაურებით, მაგალითად:

“აუ პროსტა ნახეთ მატარებელი რას უშვება გოგოს” – ლევ ტოლსტოი
“ტიპი ტყუილად ჩასვეს ციხეში, გამოვიდა და რაც შემდეგ მოხდა ყველას გაგაოცებთ” – ალექსანდრე დიუმა
“აუ ტიპი მაგრად ღადაობს” – ვუდჰაუზი
“ბიჭმა სელფი გადაიღო, რაც შემდეგ მოხდა შოკში ჩაგაგდებთ” – ოსკარ უალდი
“აუ ნახეთ ტიპი პროსტა რა გიჟია ” – კენ კიზი
“საყვარელი ბავშვი ყოველდღე ვიწერდი, ნაწერი სულს აგიფორიაქებთ” – ანე ფრანკი
“ამ საწყალ არსებას თავიდან ყველა დასცინოდა, რაც შემდეგ მოხდა ცრემლებს მოგადენთ” – ვიქტორ ჰიუგო

დანარჩენი თქვენ დაამატეთ. ერთი დიდი სია გავაკეთოთ და დავბეჭდოთ ახალი სათაურებით.

ავტორი: მათე მაყაშვილი