დღის facebook პოსტი – ვისაც სტუდენტობა გაგიხარდათ…

339

სტუდენტობა ვისაც გიხარიათ, მათ საყურადღებოდ.

ბევრად მეტი შრომა და დრო დაგჭირდებათ იმ საოცნებო 51 ქულის მოსაპოვებლად, ვიდრე ფრიადისთვის სკოლაში. მთელი ოთხი წელი უნდა იტანჯოთ, ფული ყაროთ, საგნები იტენოთ, მერე იმის ფული იხადოთ. იმ გამოცდებზე მეტი ინერვიულოთ, ვიდრე ეროვნულებზე. ვიღაც გაუთხოვარ ნევროზა ლექტორს თუ არ დაევასეთ, აღარც ლოცვა გიშველით.

იმაზე ნაკლები დრო დაგრჩებათ გასართობად, ვიდრე სკოლაში…

და ეს ყველაფერი იმ სამსახურისთვის უნდა აკეთოთ, რომელსაც ან იშოვით ან არა. გააჩნია რამდენად გაჩითული ნაცნობობა გყავთ. და თუ იშოვით, დილის 9-დან საღამოს 6-მდე, +შაბათსაც დაემშვიდობეთ გართობას. და თან იმდენად დაბალი ხელფასი გექნებათ, ნევროზი დაგემართებათ როცა გაიაზრებთ, რომ არაფერში გყოფნით ფული, სამსახურში სიარულის გარდა.

ხელფასის აღებიდან 4-5 დღეში 0-ზე რომ დაჯდებით და მომდევნო ხელფასამდე დღეებს დაითვლით…

აი მაშინ მიხვდებით ზუსტად რომ სკოლა და აბიტურიენტობა არ ყოფილა ისეთი რთული, ყოველდღე ტვინს რომ ღუნავდით დაღლილი აბიტურიენტის სტატუსით. 


ხო და კიდევ, ბანკში ხელფასის იმედზე სესხს ნუ აიღებთ. კეთილი უფასო რჩევა დანევროზებული “მე”-სგან  


გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ 

ირმა შაქარაშვილი