ბრჭყვიალა საჩუქრები, ჩინ – მედლები და ჯილდოები არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებით ჩვენი ქალაქისთვის

117

ბატონო პრემიერო

მინდა გამოვეხმაურო თქვენს ინიციატივას სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების დაჯილდოვების თაობაზე.
13 ივნისის ტოტალურმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა. ეს იყო უმძიმესი დღეები, რომელმაც ყველაჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.
ჩვენ ერთად დავინახეთ ის ახალგაზრდები რომლებიც ყოველგვარი დანტერესების გარეშე აკეთებნენ იმას რასაცაკეთებდნენ…
ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვყოფილიყავით სტიქიის ზონაში, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი მოვალეობა იყო!
ჩვენ ვართ თაობა , რომელიც ვერ იტანს სხვადასხვა ნიშნით დაყოფას და დანაწევრებას
ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებასაც ეჭვის თვალით გვიყურებდნ, და ვერც გვამჩნევდნენ….
ჩვენ, რომლებიც შიშველი ხელებით ვაცლიდით ლოდებს ერთმანეთს ….
ჩვენ, რომლებიც ნიჩბების გარეშე, ვცდილობდით სახლების გაწმენდას
იქ არ იყვნენ გამორჩეული ტიპები, გმირები თუ არაგმირები!
იქ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებდით ჩუმად თუ ხმამაღლა….
იქ იყო ათასობით ახალგაზრდა, რომელიც ტალახში დათხვრილი და მშიერი მუშაობდა
გმირები არიან? !
რათქმაუნდა ყველა ის გოგობიჭები, დიდები და პატარები, ჯარისკაცები, ლამბერჯეკები, საყურეებიანი ბიჭები,ფერადთმიანი გოგოები, როკერები, ბაიკერები, ქოცები და ნაცები. სპორცმენები, მსახიობები, მოცეკვევეები,ფოტოგრაფები,ათეისტები და მორწმუნეები, აზიელები და ევროპელები, თეთრები თუ ფერადკანიანები,მსუქნები დაგამხდერები, ნიჩბებით თუ ნიჩბების გარეშე. რომელთა ჩამოთვლაც ზალიან შორს წაგვიყვანს! გმირები არაინ!
იქ იყვნენ უბრალო ადამიანები დიდი გულებით , რომლებსაც სტკიოდათ და განიცდიდნენ.
დიახ, ყველა ვინც იმ საბედისწერო ღამეს და შემდეგ დღეებში ქუჩაში გამოვიდა ყველანი გმირები არიან.
ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრჭყვიალა საჩუქრები, ჩინმედლები და ჯილდოები არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენყველა ერთ საქმეს ვაკეთებით ჩვენი ქალაქისთვის. როგორც თქვენ, თქვენს გუნდთან ერთად აკეთებდით თქვენს საქმეს
ამიტომ აღარ გვინდა ისევ დაყოფა და დახარისხება….
ჩაივლის ეს მძიმე დღეები და უმჯობესია ყველამ ერთად ვიზრუნოთ ვერეს თაობის შენარჩუნებაზე….
პატივისცემით:

ნინი სალუქვაძე