ბეღურასნაირი ამინდი

135

რუხი ღრუბლები ფარავდა მთებს. ნისლი ისევე ჩუმად იყო, როგორც ჩვენი ეზოს ბოლოში. ვისხედით და უბრალოდ ვუყურებდით ჯერ ცას, მერე მთებს, მერე ისევ ცას… ჩავჩურჩულე:

– მალე პირველი თოვლი მოვა. ჩვენს აღმართზე ალბათ ბევრი ნაკვალევი იქნება, მაგრამ ჩვენი ნაფეხურები ერთმანეთის გვერდით აღარ…

გამიღიმა, ხელი უფრო მომიჭირა და ჩამჩურჩულა.

– არასოდეს!

 

   მარიამ მაზავრაშვილი,
    15 წლის