EIGHT-HEADBANDS- მოდური ქალბატონების ახალი გატაცება

1515

EIGHT-HEADBANDS _ ბრენდი რომელსაც ასაკი არ აქვს.რამდენიმე თვეა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები ანი ჭოღოშვილი და ნინი დარჩია ზრუნავენ რომ ქართველ და არა მარტო ქართველ ქალბატონებს მოდური აქსესუარები ამშვენებდეთ. ორიგინალური ჩალმები,აბადოკები,ქუდები ახლა უკვე შლემები და ხელთათმანებიც.მოკლედ თუ თბილისში შენიშნავთ გოგონებს,თავზე ორიგინალური აქსესუარებით, არ გაგიკვირდეთ, ეს eight-headbands- ია.

როგორ გაჩნდა ბრენდის დაარსების იდეა და რატომ დაარქვით მას eight-headbands?

ანი: იდეა სპონტანურად გაჩნდა. ვიჯექით ერთ დღეს კაფეში და ნინიმ მითხრა რამე ხომ არ გავაკეთოთო.ჩალმა იმიტომ ავირჩიეთ,რომ არ გივნდოდა ჩვეულებრივი ყოფილიყო.გვინდოდა რამე განსხვავებული გაგვეკეთებინა.თავიდან ჩვენით ხელით შევკერეთ.მერე მივხვდი რომ, რაღაც კარგი გამოვიდა და მკერავთან მივიტანეთ.ის დაგვეხმარა, რომ უფრო კარგი და ხარისხიანი გამოსულიყო.სახელზე ბევრი ვიფიქრეთ უამრავი იდეა გვქონდა,თუმცა საბოლოოდ EIGHT იმიტომ დავარქვით,რომ სამეგობროში რვანი ვართ.სახელმა გაამართლა,საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

 როგორ იქცა იდეა ბიზნესად?

ნინი : პირველად ინსტაგრამზე გავაკეთეთ გვერდი.ასე თუ ისე ბევრი მეგობარი გვყავს და ყველას  ვთხოვეთ, რომ დაგვხმარებოდნენ ბრენდის პოპულარიზაციაში.პრინციპში ბევრი არ გვიწვალია.რომ ვთქვათ პიარში ბევრი ფული და ენერგია ჩავდეთ არა.ბევრ რამეში გაგვიმართლა კიდეც.თვითონ გამოთქვა სურვილი ბევრმა ჟურნალმა,გადაცემაშიც მიგვიწვიეს.ამ ყველაფერმა მოიტანა პოპულარობა.

დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ, ან აქამდე გქონიათ რამე გამოცდილება ამ სფეროში?

ანი : საკმაოდ დიდი ხანია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. სამხატვრო აკადემიაშიც ერთად ვსწავლობდით,თუმცა გრაფიკული დიზაინის განხრით.სხვა გამოდცილება აქამდე არ გვქონია.

თქვენი ბრენდი საკმაოდ მალე გახდა პოპულარული,ძალიან ბევრმა ცნობილმა სახემაც მოირგო როგორ ფიქრობთ რა გახდა ამის მიზეზი?

ნინი: ყველასგან განსხვავებულია.აქამდე არ იყო ასეთი სტილი.ახალი შემოვიტანეთ.მსგავსი აქსესუარები ადრე არ ეკეთათ ჩვენი თაობის ადამიანებს.ახლა ყველას მოსწონს.მე თვითონ ძალიან მომწონს ჩალმა და შევამჩნევდი ვინმეს რომ კეთებოდა, ვიყიდიდი კიდეც მაღაზიაში რომ მენახა.ჩვენს მერე კი ბევრმა დაიწყო ამ სტილის აქსესუარების გაკეთება.ეს რაღაც მხრივ კარგია ჩვენთვის.როცა კონკურენცია იზრდება უფრო მოტივირებულები ვხდებით.ჩვენი უფრო კარგი რომ იყოს.

ანი :პირველი კოლექცია რომ გავაკეთეთ რუსკა მაყაშვლს ვთხოვეთ გადეღო სურათები ჩვენი აქსესუარებით.რუსკა ჩვენი მეგობარია და დაგვთანხმდა.სხვა ცნობილმა სახეებმა ალბათ კანაპეში ნახეს,სადაც იყიდება ჩვენი აქსესუარები ან ინსტაგრამის გვერდზე.

პლაგიტის შემთხვევბი თუ დაგიფიქსირებიათ?

ანი: კი,ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.სახელზეც კი.ჩალმებზე,ქუდებზე და აბადოკებზე თავისთავად.თუმცა ამაზე მწვავე რეაქცია არ გვაქვს.ვერ ვიტყვით რომ სულ არ გვაინტერესებს,მაგრამ ჩვენ რეალურად ამით არაფერი მოგვკლებია,პირიქით ვინც  ნახა მაინც ჩვენს სახელს დააკავშირა და მაინც ყველას ჩვრნი ასოციაცია უჩნდება.იმიტომ რომ პირველები ჩვენ ვიყავით.

კრიტიკულ შეფასებებს თუ იღებთ და როგორ რეაგირებთ ამაზე?

ნინი: კრიტიკა პირდაპირ არ გამიგია,მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ ვიღაცას ეხურა ჩვენი ჩალმა  და კომენტარში დაუწერეს რა ბებერს გავხარო.მაგრამ ძირითადად უფრო მოსწონთ და დადებით შეფასებებს ვიღებთ.

ჩვენების გამართვას არ აპირებთ?

ანი : გაზაფხულზე გვინდა რამე გავაკეთოთ,მაგრამ აქსესუარები არ გვიგროვდება ფიზიკურად.ყველაფერი ძალიან მალე იყიდება.ასე რომ, დიდი კოლექციის შეგროვება ჯერ არ გამოდის.მაღაზიის გახსნაც გვინდა,თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ამას ვახერხებთ.ზოგადად ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია.გვაქვს შემოთავაზებები სხვადასვა მაღაზიიდან,რომ მათთან გაიყიდოს ჩვენი აქსესუარები,თუმცა უარს ვამბობთ,რადგან ყველა თავის ფასს დაადებს და ჩვენ ეს არ გვინდა.

სად შეიძლება თქვენი აქსესუარების შეძენა და ფასები რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის?

ნინი : აბაშიძეზე კანაპეში იყიდება.ასევე მომხმარებელს შეუძლია შევიდეს ჩვენი ინსტაგრამის და „ფეისბუქის“ გვერდებზე,იქ აარჩიოს სასურველი ნივთი და შემდეგ დაგვირეკოს ნომერზე,რომელიც მითითებული გვაქვს,ან მოგვწეროს იმეილზე.ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია.მორგებულია საქართველოს ფასებზე.45 ლარიდან იწყება და უფრო ძვირიანებიცაა,მაგრამ ხარისხიც შესაბამისია.განსხვავებაა ადვილად შესამჩნევია 45ლარიანსა და უფრო ძვირიანებში.

საზღვარგარეთ თუ გადის თქვენი აქსესუარები?

ანი : კი, მოსკოვში გავაგზავნეთ და სულ გაიყიდა.ძალიან მოეწონა ხალხს. ყაზახეთშიც იყო რამდენიმე შოურუმში და იქაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰქონდა.ასევე ახლა დავამატეთ ახალი სერვისი რაც აქამდე არ გვქონია.უკვე ნებისმიერი ქვეყნიდან მივიღებთ შეკვეთას „world wide shipping”-ი გვაქვს.ყველგან გავაგზავნით სასურველ ნივთს და მხოლოდ შიპინგის თანხა დაემატება.

თუ მომხმარებელს მოსწონს ჩალმა რომელიც უკვე გაიყიდა,აკეთებთ მისთვის მეორეს?

ნინი: ზუსტად ისეთს არ ვაკეთებთ.ძირითადად ექსკლუზივია.არის რააღაცები რასაც ვიმეორებთ მაგრამ ძირითადად ერთს ვაკეთებთ.გამეორების შემთხვევაში ვცდილობთ ან ნაჭერი იყოს სხვადასხვა და თვალი ერთი ან პირიქით თვლები იყოს სხვადასხვა.ზოგადად შავ ჩალმებზე დიდია მოთხოვნა.ერთ-ერთზე იმდენად დიდი იყო მთხოვნა,რომ სხვა გზა არ გვქონდა ბევრი გავაკეთეტ.თუმცა პრეტენზიაც არავის ჰქონია,იცოდნენ რომ ისეთ ჩალმა სხვასაც ჰქონდა.

დაახასიათეთ თქვენი ბრენდი რამდენიმე სიტყვით.

ყველასთვის,ალბათ ეს ყველაზე ზუსტი დახასიათებაა.ყველა სეგმენტზე მუშაობს.ყველა თაობიდან ყავს მომხმარებელი.თანაც ყველა სტილს უხდება.ყოველდღიურ, სადა ტანსაცმელზე რომ იკეთებ უკვე განსხვავებული ხარ.გამოსასვლელი კაბა რომ გაცვია იმასაც უხდდება.ყველა სიტუაციაში გადგება.აი, ამ კვირაში საქორწინო ჩალმის შეკვეთაც იყო, ყოველდღიურისაც,ცნობილმა სახეებმაც შეგვიკვეთეს,ასაკოვანმა ქალბატონემაც,ასე რომ ყველასთვისაა.

მომავალში რა გეგმები გაქვთ?

იდეები საკმაოდ ბევრი გვაქვს.ზამთრისთვის ახალ კოლექციაში უკვე გვაქვს შლემები თავის ხელთათმანებით.თბილი და პრაქტიკულია. ჩანთების გაკეთებაც გვინდოდა,თუმცა გაზაფხულისტვის გადავდეთ. რა კონცეფციაც გვქონდა მოფიქრებული ის არ იქნება აქტუალური ზამთარში, ამიტომ ალბათ უფრო გაზაფხული-ზაფხულისთვის გავაკეთებთ.ბევრი გეგმა და იდეა გვაქვს,იმედია წარმატებიტ განვახორციელებთ

 

თამთა ყიფიანი