საიტის შექმნა და კონტენტ მენეჯმენტი – პასუხი თანამედროვე გამოწვევებს

99

დღეს ბიზნეს სამყაროში ვებ-გვერდის ქონა ნებისმიერი თავმოყვარე კომპანიისათვის აუცილებელია, შესაბამისად ყველას  სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ ვების კვალიფიციურად მართვას და კომპანიისთვის სარგებლობის მოტანას, ამიტომაც სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრმა შეიმუშავა საიტის შექმნისა და მართვის ტრენინგ კურსი, რომელიც მსურველებს ელოდება, მანამდე კი კურსის ავტორს: ტატო მახაშვილს გავესაუბრეთ:

 

  • მოკლედ გვიამბეთ თქვენ შესახებ
  • მე ვარ ტატო მახაშვილი, პროფესიით ჟურნალისტი და რეჟიოსორი, თუმცა უკვე 11 წელია ვმოღვაწეობ ვებ დეველოპმენტში და 10 წელია ვარ კომპანია სოლოსტუდიოს პროექტების მენეჯერი
  • რატომ არის საინტერესო და საჭირო თქვენს მიერ შემოთავაზებული კურსი?
  • თანამედროვე ბიზნესი ვებ-საიტის გარეშე წარმოუდგენელია, კომპანიას რომელსაც უნდა სოლიდურად გამოიყურებოდეს (თავი რომ დავანებოთ ვებ – პლატფორმების მეშვეობით პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვას) აუცილებლად უნდა ჰქონდეს ვებ-გვერდი, სადაც ექნება თავისი პორტფოლიო, საიმიჯო სახე და მომსახურება ან/და პროდუქტი სრულყოფილად წარმოდგენილი, ეს ხელს შეუწყობს როგორც რეპრეზენტატულობას, ასევე გაზრდის ცნობადობას და გაყიდვებს.
  • რამდენად არის მოთხოვნა შესაბამის სერვისზე?
  • მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში წამოვიდა ტრენდი, რომ პროდუქციის გასაყიდად სოციალური ქსელი საკმარისია, მოთხოვნა არის და ის ისევ იზრდება, გარდა სოციალური ქსელისა, მომსახურების და პროდუქციის გაყიდვა, საიტის სწორი მენეჯმენტის პირობებშიც არის შესაძლებელი.
  • რას ნიშნავს საიტის სწორი მენეჯმენტი?
  • სწორი მენეჯმენტი არის როდესაც საიტის ნავიგაცია, კონტენტი და საძიებო სისტემებთან ინტეგრაცია სწორად არის დაგეგმილი, როდესაც კომპანია სწორ მესიჯებს აწვდის დაინტერესებულ მომხმარებელს, დროულად ათავსებს სიახლეებს, აცხადებს ფასდაკლებებს, სწორად არჩევს სამიზნე აუდიტორიას…
  • თემას მივუახლოვდით და გადავიდეთ უშუალოდ კურსზეც, ვისთვისაა ის განკუთვნილი?
  • კურსი განკუთვნილია მენეჯერებისათვის, ვისაც უშუალოდ ეხება კომპანიაში საიტთან ურთიერთობა, სწორი დაგეგმვიდან დაწყებული, შემდგომი მართვით დამთავრებული…
  • რას მოიცავს უშუალოდ თქვენს მიერ შემოთავაზებული ტრენინგი?
  • ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიული გამოცდილების გაზიარებას, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას, საიტის დაგეგმვის, შექმნის და უკვე არსებულ საიტთან მუშაობის მხრივ, კურსის მსმენელები გაეცნობიან ჩვენ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას და ასევე პრაქტიკაში ისწავლიან, ფართოდ გავრცელებულ სამართავ პანელებთან მუშაობას.
  • რას მისცემს კურსი მსმენელებს?
  • საიტის დაგეგმვის და მართვის უნარ ჩვევებს.

 

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს: რეგისტრაცია