სკვოს ხელნაკეთი ნივთები

332

თამუნა სკვო ახალგაზრდა ქართველი handmade არტისტია, რომელიც თავისი შემოქმედების მოყვარულებს ორიგინალურ და ძალიან დახვეწილ აქსესუარებს სთავაზობს. როგორც თავად ამბობს ნივთის შექმნისას ყოველთვის ბუნებრივ მასალას იყენებს და შექმნის პროცესში მთლიანად კონცენტირებულია საქმეზე, რაც მის ნამუშევრებს ეტყობა კიდეც. ალბათ დამეთანხმებით, დღევანდელი არტისტები ძირითადად მასაზე მორგებულნი არიან და იმას ქმნიან, რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. სკვოს განხსვავებული ხედვა აქვს და მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მუშაობს, ყოველთვის რაღაც ახალს ქმნის. თითქოს აქსესუარებით, თავის შინაგან სამყაროს გვიჩვენებს. ასევე მის ნივთებში მრავლადაა აღმოსავლური თემატიკა, რასაც ბევრგან ვერ შეხვდებით.

 

როდის დაიწყე ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება?

10 წელზე მეტია, რაც ხელნაკეთ ნივთებზე ვმუშაობ. სახელოსნო ჩემი სახლის პატარა ოთახში მაქვს მოწყობილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.

რა ტიპის მომხმარებელზეა ის გათვლილი?

ჩემ აქსესუარებს ყველა ტიპის ადამიანი მოირგებს. გარდა ქართველი მომხმარებლისა, უცხოელებიც ინტერესდებიან.

 სად პოულობ ინსპირაციას, სანამ კონკრეტული ნივთის დამზადებას დაიწყებ?

ინსპირაციას მაძლევს მუსიკა, ბუნება, კარგი ადამიანები და ჩემი მეგობრები.

 რა მასალებს იყენებ?

ძირითადად ვიყენებ ვერცხლს, ნატურალურ ქვებსა და ბამბის ძაფებს. შესაბამისად ყვლაფერი ბუნებრივია და არანაირ ზიანს არ აყენებს არც ადამიანს და არც გარემოს.

 რამდენად შრომატევადია შენი საქმე?

არის დღეები, როდესაც გარეთაც კი ვერ გავდივარ და მთელი დღე ვმუშაობ, მაგრამ საბოლოოდ შედეგით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

თავად თუ იყენებ შენმიერ შექმნილ ნივთებს?

დიახ, თავადაც ძალიან ხშირად ვიყენებ ჩემმიერ დამზადებულ ნივთებს.