5 წესი, რომელიც აგარიდებთ მკერდის კიბოთი დაავადებას

512

პირველი წესი: 40 წელს გადაცილებულმა ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ (ზოგმა ორჯერაც) უნდა გაიკეთოს მამოგრაფია.
თუ გყავთ დედა, და ან შვილი, რომელიც მკერდის კიბოთი იყო დაავადებული, ავტომატურად, თავადაც რისკის ქვეშ ხართ. სასურველია, 40 წელს არ დაელოდოთ და მამოგრაფია უფრო ადრე გაიკეთოთ.

მეორე წესი: საშვილოსნოს კიბო ვითარდება პაპილომა ვირუსის არსებობის შემთხვევაში.
საშვილოსნოს გამოკვლევის შემდეგ, თუ ქალს არანაირი ცვლილება არ აღენიშნება, იგი 3-5 წლით თავისუფალია. ხოლო თუ გამოკვლევაზე ცვლილებები აღინიშნება, კეთდება საშვილოსნოს ციტოლოგიური ტესტი.

ზოგადად, საშვილოსნოს კიბო ძალიან ნელა, დაახლოებით 5-10 წლის განმავლობაში ვითარდება. ამიტომ სკრინინგი სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს.
ზოგიერთ ქვეყანაში საშვილოსნოს გამოკვლევას 21 წლიდან იწყებენ, სხვაგან უფრო გვიან. ონკოლოგები ოპტიმალურ ასაკს ასახელებენ – 25-30 წლიდან.

მესამე წესი: 50 წლის შემდეგ ყველამ უნდა გაიკეთოს სკრინინგი კოლორექტალურ კიბოზე.

თავდაპირველად უნდა გაკეთდეს განავლის იმუნოქიმიური ტესტი. დიაგნოსტირების შემდეგი ეტაპია კოლონოსკოპია.

წესი მეოთხე:
ყველა მწეველმა ყოველწლიურად უნდა გაიკეთოს დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია.
სწორედ დაბალდოზიანი ტომოგრაფია და არა რენტგენი!

2002 წელს ამერიკული ნაციონალური კვლევა 53 ათასმა მწეველმა გაიარა. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს:

პირველს გაუკეთდა ჩვეულებრივი რენტგენი, მეორეს დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. კვლევა ყოველწლიური იყო. 2009 წელს შეწყდა და გამოვლინდა, რომ დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია რენტგენზე 20 პროცენტით უკეთესი იყო. ის ამცირებს დაავადების გამწვავებას და ფილტვის კიბოთი გარდაცვალების საშიშროებას.

მეხუთე წესი:
კანის კიბო ყოველწლიურად უნდა შემოწმდეს.

წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაესინჯოთ დერმატოლოგს. უნდა შემოწმდეს კანზე არსებული ყველა ხალი. თუ საშიში გამოვლინდა, იგი უნდა მოიკვეთოთ, მაგრამ ოპერაცია კარგმა ქირურგმა უნდა გააკეთოს.

გახსოვდეთ, კიბო არის ვერაგი დაავადება, რომელსაც ხალხური მედიცინა და მაგია ვერ კურნავს. რაც უფრო დროულად აღმოაჩენთ მას, გადარჩენის შანსი მეტად მატულობს. გაიხსენეთ მილიონერი სტივ ჯობსი, რომელსაც სტაფილოს წვენით, მედიტაციითა და კიდევ უამრავი მეთოდით კურნავდნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

 

წყარო: marao.ge