ყავის მიღების 10 უპირატესობა

194

ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ თუ რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები გააჩნია ყავას. უდიდესი ნაწილი მის უარყოფით მხარეებს განიხილავს, თუმცა მეცნიერების მიერ დადასტურებულია რომ უარყოფითთან ერთად ყავის მიღებას ძალიან ბევრი დადებით მხარეც შეიძლება ჰქონდეს თქვენი ჯანმრთელობისათვი. უფრო კონკრეტულად კი განვიხილოთ თითოეული მათთაგანი.
1. ყავის მიღების შედეგად უფრო მეტ კალორიას წვავს ორგანიზმი. ამის შესახებ ესპანური კვლევებიც მოწმობს, რომლებიც იკვლევდნენ სპორტსმენების კალორიების ბალანსს ყავის მიღებით და მის გარეშე, კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მიღების შედეგად 15%-ით მეტი კალორია იწვება, რაც ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებაზეც აისახება.
2. ყავა აუმჯობესებს თქვენი სისხლის ცირკულაციას. ყავის მიღების შედეგად ხდება სისხლის მიმოქცევის სტიმულირება. იაპონური კვლევები იკვლევდნენ ამას და დაასკვნეს რომ ყავა ძალიან კარგად აისახება სისხლის ცირკულაციაზე, რაც საბოლოო ჯამში ენერგიას მატებს ადამიანს.
3. ყავას შეიძლება ჰქონდეს ტკივილის შემცირების ეფექტი. კოფეინის შემცველობა ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, როდესაც თავი გვტკივა, დაბალი წნევა გვაქვს ან უბრალოდ ორგანიზმს აკლია რაღაც, ის დადებითად აისახება კუნთების ტკივილზეც. ადამიანების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში მიმართავს ყავას, როგორც ტკივილის მოხსნის საშუალებას.
4. ყავის დალევამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი გამძლეობაც. ალბათ ძალიან ბევრს გქონიათ შემთხვევა, როდესაც დილით იღვიძებთ და ცდილობთ ყავით გამოცოცხლდეთ, ან ძალიან დაღლილი ყავის მიღების შედეგად ერთგვარ რელაქსაციას ახდენთ და ახალი ძალებით აგრძელებთ მუშაობას. მას ხშირად მიმართავენ მაშინაც, როცა არ სურთ დაეძინოთ და ბოლომდე შეინარჩუნონ გამძლეობა.
5. ყავა თქვენი კუნთოვანი ქსოვილის ერთგვარი დამხმარე ატრიბუტია. ყავის მიღებისას კოფეინის შედეგად, ერთგვარი სიგნალები გადაეცემა ტვინს, რომელიც ასტიმულირებს კუნთოვან ქსოვილებს და ეხმარება მათ სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებაში.
6. ყავა ეხმარება ტვინს იმუშაოს უფრო გონივრულად. ის სიგნალები, რაც მისი მიღების შემდგომ გადაეცემა ტვინის უჯრედებს, აიძულებს მათ უფრო მეტ კრიტიკულ აზროვნებას, ასტიმულირებს აღქმის უნარს.
7. აუმჯობესებს მეხსიერებას. ყავის შემცველი კოფეინი ეხმარება ტვინს მეხსიერების გაუმჯობესებაში. აღქმის უნარი მძაფრდება, რაც იწვევს უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების და შენახვის მაქსიმალიზაციას.
8. ის ძალიან კარგი საშუალებაა დეპრესიასთან საბრძოლველად. დეპრესიაში მყოფი ადამიანი მოშვებულია, კარგავს ხალისს და სიტუაციის პოზიტიურად აღქმის უნარს. ყავის მიღებისას კი კოფეინის შემცველობა წინააღმდეგობაში მოდის ყოველივე ამასთან, ვინაიდან ის პირიქით ამძაფრებს მოტივაციას და მოქმედების შესაძლებლობას.
9. ყავა ამცირებს კიბოს გამომწვევ რისკებს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ყავის შემცველი კომპონენტები ებრძვის კიბოს გამომწვევ რისკებს.

10. ყავა ამცირებს გულის დაავადების გამომწვევ რისკებს. ანალოგიურად, ისევე როგორც კიბოს შემთხვევაში, ყავა ძალიან ეფექტურია გულის დაავადებების რისკების თავიდან აცილებისათვის