ალკოჰოლი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

286

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები თანამედროვე ცხოვრებაში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ესენია: შიდსი, გონორეა, სიფილისი, ტიქომონიაზი… ისინი უმეტესად ინტიმური კავშირის დროს გადადის.

რა არის ამ დაავადებების გავრცელების ხელმშემწყობი ფაქტორები?

  • დაბალი სანიტარული კულტურა;
  • პრეზერვატივების გამოყენების დაბალი სიხშირე;
  • სამედიცინო აპარატურის არასაკმარისი სტერილიზაცია;
  • შემთხვევითი სქესობრივი კავშირები;
  • ალკოჰოლის მოხმარება…

ალკოჰოლის მოხმარება უკვე დიდი ხანია შიდსით ინფიცირების სიხშირესთანაა დაკავშირებული. რამდენად საშიშია ალკოჰოლის გამოყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირებასთან?

ამ საკითხის კვლევას სოციოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი იურგენ რემი უძღვებოდა. ჯგუფმა 12 ექსპერიმენტი ჩაატარა კანადასა და ონტარიოში ალკოჰოლსა და შიდსით დაავადებას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს სწავლობდნენ. დადგინდა, რომ ალკოჰოლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

კვლევის მონაწილეები რაც უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმარდნენ, უფრო ადვილად იღებდნენ გადაწყვეტილებას სახიფათო სექსში ჩართულიყვნენ. ერთ მილილიტრ სისხლში ალკოჰოლის 1 მილიგრამით მომატება სექსით დაკავების ალბათობას 5%-ით ზრდიდა.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მთვრალია ადამიანი და რამდენად შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი (ან თავად მიიჩნევს რომ შეუძლია). მთავარი ისაა, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე. შესაძლებელია ადამიანი ხვდებოდეს რომ ახლო კავშირით დაავადების რისკი დიდია, თუმცა ალკოჰოლის გავლენით ნაკლებად აინტერესებს თავისი ქმედების შედეგი.

დაავადებების მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი პრევენციაა. ინფიცირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

  • გამოიყენოთ ინტიმური ჰიგიენის საშუალებები(განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება პირად ჰიგიენას ზაფხულში, როცა ვირუსები ზღვის, აუზის საშუალებითაც გადადის).
  • გამოიყენეთ დამცავი საშუალებები;
  • ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემჩნევისას მიმართეთ გამოცდილ სპეციალისტს;
  • არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა;
  • ნუ მიიღებთ ალკოჰოლს გადაჭარბებულად.

 

წყარო: oxford-med.ge