10 რამ რაც ტვინზე ცუდად მოქმედებს

363
  1. გამოუძინებლობა– ეს უკვე გლობალური პრობლემაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადამიანებს საშუალოდ 20% ნაკლები სძინავთ. ქრონიკული გამოუძინებლობის დამახასიათებელია, რომ ფხიზლად ყოფნის პერიოდში ტვინის ცალკეული უბნები გადადიან ძილის შენელებულ რეჟიმში. ამ დროს ადამიანი, თითქოს ერთ წერტილზე „ეკიდება“, გაფანტული ხდება, უარესდება მოტორიკა. რეგულარული გამოუძინებლობა იწვევს ტვინის უჯრედების კვდომას.

 

  1. საუზმეზე უარის თქმადილით შიმშილი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის შრომისუნარიანობასა და ტონუსზე მთელი დღის განმავლობაში. საქმე ეხება არა მხოლოდ ადამიანისათვის აუცილებელი ენერგიის მოხმარებას, არამედ იმსაც, რომ დილით შიმშილი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. ეს კი, თავის მხრივ, ანელებს და ართულებს ტვინისთვის აუცილებელი ნივთიერებების მიწოდებას.

 

  1. ზედმეტი შაქარიწინა პუნქტში განმარტებული იყო რატომ არის ტვინის მუშაობისთვის აუცილებელი ტკბილის მიღება, განსაკუთრებით კი შავი შოკოლადის. თუმცა, შაქრის ჭარბი ოდენობით მიღება იწვევს ცილებისა და სხვა საკვები ნივთიერებების შეთვისების უნარის დაქვეითებას. შედეგად, ისევე როგორც შაქრის ნაკლებების დროს, ჭარბი ოდენობის შაქრის მიღებისას ტვინში ვერ აღწევს მისი მუშაობისთვის აუცილებელი ნივთიერებები.

 

  1. სტრესიძლიერი ფსიქოემოციური დაძაბულობა იწვევს კავშირის გაწყვეტას ნეირონებს შორის და ართულებს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ და თანმიმდევრობით აღქმას. ამასთან არის დაკავშირებული ძლიერი ნერვული აღგზნება და შეგრძნება, თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდება. დაგროვილი სტრესი ასუსტებს მეხსიერებას და ამცირებს ინტელექტუალურ პოტენციალს.

 

  1. ანტიდეპრესანტები და საძილე საშუალებებიასეთი პრეპარატების მიღება განსაკუთრებით გავრცელებულია აშშ-ში, იქ ასეთ წამლებს ძალიან ადვილად ნიშნავენ ექიმები. საძილე საშუალებების და პოპულარული ანტიდეპრესანტების, მაგალითად როგორიც არის ქსანაქსი, ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება – ამნეზიაც კი, ასევე ჭკუასუსტობა და სუიციდისკენ მიდრეკილებაც.

 

  1. სიგარეტის მოწევაროცა სიგარეტის მავნებლობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში შავ ფილტვებსა და გაფუჭებულ კბილებს წარმოვიდგენთ. ამავდროულად ძალიან ცოტას საუბრობენ, რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა ტვინზე: ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროვებს. კონიაკი კი პირიქით, აფართოვებს. იმ პრობლემების გარდა, რომლებიც დაკავშირებულია ტვინში საკვები ნივთიერებების ნაკლებობაზე, მოწევა ასევე ზრდის ალცგეიმერის დაავადების რისკს.

 

  1. მზემზის სხივების ნაკლებობა პირდაპირ მოქმედებს ადამიანის შემეცნებით უნარებზე. ულტრაიისფერი სხივები, რომლებსაც მზისგან ვიღებთ, არეგულირებს სისხლისმიმოქცევას, ანუ ჟანგბადისა და სხვა აუცილებელი ნივთიერებების მოძრაობას. მზის სხივი ასევე ხელს უწობს იმ გორმონის გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე.

 

  1. წყალიწყლის ნაკლებობამ შესაძლოა ტვინის მოცულობის შემცირება გამოიწვიოს, რაც საგრძნობლად ამცირებს შრომისუნარიანობას და ინფორმაციის დამახსოვრების უნარი ფაქტობრივად 0%- მდე დაჰყავს. დღეში რეკომენდირებულია მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღება.

 

  1. ჭარბი ინფორმაციაყოველწლიურად ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ითვისებს იზრდება.ერთი მხრივ, ეს ტვინის ვარჯიში და ტონუსის შენარჩუნებაა. რეალურად, ამ ჭარბი ინფორმაციის მიღებას ტვინი წინააღმდეგობას უწევს. ეს იმაში გამოიხატება, რომ რაღაც მომენტში ტვინი ინფორმაციას აღარ იღებს და მეხსიერებაში ჩავარდნები იწყება.

 

  1. ბევრი საქმე ერთადსაინფორმაციო სამყაროს მეორე ანომალია: ადამიანი ერთდოულად იღებს ინფორმაციის რამდენიმე ნაკადს. შედეგად, არც ერთი მათგანის შეთვისება არ ხდება სათანადოდ და ცნობიერი ეჩვევა მუშაობის ასეთ ფორმას. ინფორმაციას იღებს ზედაპირულად, და ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება სულ უფროდაუფრო რთული ხდება.

 

წყარო

მოამხადა: გვანცა სილიკაშვილმა