ნაბახუსევის უებარი წამალი “ჯეიმს ბონდისგან”

222

საკუთარი საეკრანო როლისგან, ჯეიმს ბონდისგან განსხვავებით, მსახიობი დანიელ ქრეიგი ყოველთვის მხოლოდ მარტინიანი არაყით არ შემოიფარგლება. ბოლო ინტერვიუში ქრეიგი ნაბახუსევის უებარ წამალს ამხელს, რომელიც, მისი თქმით, მან ჰოლივუდის “ძველი ბიჭის”  – მარკ ვოლბერგისგან ისწავლა.

“მიყვარს ბარებში სიარული”, აცხადებს ქრეიგი, “ყოველ ახალ ქალაქში ჩასვლისას ვეძებ კარგ ბარს, სადაც კარგად და ხარისხიანად დათრობა შეიძლება, არც ახალი წელია გამონაკლისი, თუმცა ნაბახუსევი მარკ ვოლბერგივით მტანჯავს”, დასძენს იგი.

“თუ თქვენ დილით იღვიძებთ და თქვენი მდგომარეობა გასაგები მიზეზების გამო მძიმეა და მაცივრამდე ვერ მიდიხართ, ეს საშუალება აუცილებლად გიშველით, ყოველ შემთხვევაში, ამას მეფიცებოდა ვოლბერგი სანამ მე თვითონ არ ვცადე”, განაცხადა ქრეიგმა ინტერვიუში.

ქრეიგის რჩევით ნაბახუსევის წამალია საბავშვო პრეპარატი პედიალიტი, რომელიც დეჰიდრაციის დროს გამოიყენება ბავშვებში ურეცეპტოდ. პედიალიტის გამომშვები ფარმაცევტული კომპანიის სპიკერი მიშელ ზენდა აცხადებს, რომ პედიალიტის მოხმარება მოზრდილებში 2012 წლიდან 57%-ით გაიზარდა და წამლის მომხმარებელთა მესამედი მოზრდილები არიან.

 

წყარო