ჰოლივუდი კადრს მიღმა

403

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო დეტალს, უცხოელ ვარსკლავებზე, ,,ოსკარების ცერემონიასა“ და ფილმების (კადრს მიღმა) ამბებზე.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნებისმეირი ადამიანი, ვინც კი, ,,ოსკარს“ იღებს საუკეთესო როლის შესრულებისათვის, სიხარულისგან ემოციებს ვერ მალავს, მაგრამ მათ რიცხვში მარლონ ბრანდო ნამდვილად არ არის.  მან უარი თქვა ,,ოსკარზე“ და ამ ფაქტის შესახებ განცხდების გაკეთება დაავალა ამერიკელი ინდიელების წარმომადგენელს საშინ ლითლფენზერს. ბრანდო და ლითლფენზერმა ამით პროტესტი გამოხატეს იმ ფაქტის წინააღმდეგ, თუ რა შეურაცხყოფილად აჩვენებდნენ ინდიელებს ფილმებში.

  1. 1938 წელს მსახიობი  ელის ბრელდი ისე ცუდად იყო, რომ ვერ შეძლო ,,ოსკარის“ გადაცემის ცერემონიაზე დასწრება, სადაც მისთვის უნდა გადაეცათ ჯილდო ქალის მეორე ხარისხის როლის შესრულებისთვის. მან ოქროს ქანდაკების მიღება ვიღაც უცნობ მამაკაცს ანდო, რომელიც საავადმყოფოში გაიცნო, გასაკვირი არაა, რომ ცერემონიალის დასრულბის შემდეგ მამაკაციც გაქრა და ელის ბრედლის ,,ოსკარიც“. ამის მერე ისინი აღარავის უნახავს.
  2. ბავშვობაში ოდრი ჰეპბერნის ერთადერთი სიხარული შოკოლადი იყო.  ეს კი ძალიან აღიზიანებდა დედა – ბარენოსესას, რადგან შვილის სიმსუქნე მის არისტროკრატობას ჩრდილს აყენებდა. ასე რომ, ოდრის შოკოლადს უმალავდნენ და იგი იძულებული იყო ფრცხილები დაეკვნიტა.                                                                                           
  3. სამსახიობო კარიერამდე ბრედ პიტმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა. ის მუშაობდა სატვირთო ავტომობილის მძღოლად, ავეჯის გადამზიდავად. ის წიწილის ფორმაში გადაცმულიც კი იწვევდა სტუმრებს რესტორან ,,ელ პოლო ლოკაში“. ერთ დროს ბრედი პიცის დამტარებელიც კი იყო.
  4. ფილმ ,,ტროაზე“ მუშაობისას ბრედ პიტმა დაიზიანა ქუსლი. ირონიაა, რადგან ამ ფილმში სწორედ აქილევსის როლს ასრულებდა.
  5. ფილმ: ,,რა აწუხებს ჯილბერტ გრეიფს“–ის გადაღების დროს, ჯონი დეპმა ლეონარდო დი კაპრიოს სანაძლეო დაუდო, რომ ის ვერ შეძლებდა ამძაღებული, დამწნილებული კვერცხის დაყნოსვას, მაგრამ ლეონარდომ ეს შეძლო და ჯონიმ ამისთვის 500 დოლარიც გადაუხადა.
  6. როდესაც  ,,ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყე“ გამოვიდა, გამომცემლებმა მაღაზიებს სთხოვეს, რომ წიგნები არ გაეყიდათ გაკვეთილების პერიოდში, რათა ბავშვებს არ გაეცდინათ სკოლა. ხოლო უშუალოდ, ფილმის გადაღების ბოლო ნაწილში ჰერმიონასა და პოტერის კოცნის სცენის გადაღებისას, რეპესტ გრინტი (რონ ვესლი) ბევრი სიცილის გამო გადასაღები მოედნიდან გააძევეს.

 

მოამზადა:  სალომე უბირიამ