სკარლეტ იოჰანსონი ორსულადაა

85

შავი ქვრივის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი კვლავ ორსულადაა. ამის შესახებ ცნობილი გახდა გამოცემა Page Six- ის წყალობით. ეს მსახიობისა და მისი მეუღლის კოლინ ჯოსტის პირველი საერთო შვილია. სკარლეტი ასევე ზრდის  ყოფილი მეუღლის რომენ დორიაკის 6 წლის ქალიშვილს, როუზს.

გავრცელებული ინფორმაციით, იოჰანსონი შეეცადა ორსულობის საიდუმლოდ შენახვას, მაგრამ პირველი ჭორები უკვე ივნისში გაჩნდა Black Widow-ს პრომო კამპანიის დროს.  მსახიობმა თითქმის ყველა მოვლენა გამოტოვა, რაც ასეთი დიდი პროექტის  დროს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ასევე აღნიშნულია, რომ სკარლეტის ინტერვიუების უმეტესობა Zoom–ში იყო ჩაწერილი, სადაც  მსახიობს მხოლოდ მხრები უჩანდა.