ჯონ ლენონსა და იოკო ონოზე ფილმს გადაიღებენ

178

ამერიკელმა პროდიუსერმა მაიკლ დე ლუკმა ჯონ ლენონსა და მის იაპონელ მეუღლეზე, იოკო ონოზე მხატვრული ფილმის გადაღება დააანონსა, – ინფორმაციას The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

დე ლუკას თქმით, ფილმის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის, სიყვარულის და  სიმამაცის გაღვივებაა.

ფილმის სცენარზე მუშაობს ენტონი მაკკარტენი, რომლის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ოსკარზე ნომინირებული„ყველაფრის თეორიაა“. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

გადაღებებში მონაწილეობას 83 წლის იოკო ონოც მიიღებს.

ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს თავისმა ფანმა მარკ ჩაპმენმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლა. ლენონის მეუღლე იოკო მკვლელობის თვითმხილველი იყო.