ცნობილი სპორტსმენების ყველაზე „ცხელი“ და ცნობილი მეწყვილეები

291
Adriana Lima and Marko Jaric American Ballet Theatre's 3rd Annual Noche Latina at the Metropolitan Opera House Featuring: Adriana Lima and Marko Jaric Where: New York City, United States When: 10 Jun 2008 Credit: Flashpoint / WENN

დევიდ ბექჰემის „სპაის“ მეუღლე მიუხედავად იმისა, რომ თავადაც „პენსიაშია“ და მისმა მეუღლემაც ჩამოკიდა ბუცები ლურმნებზე, მაინც არ ჩამოდის ბულვარული პრესის ფურცლებიდან

ყოფილი მოდელი ვანესა ბრიანტი, ვიქტორია ბექჰემის მსგავსად მეუღლის სპორტული კარიერის დასრულების შემდგეაც ინარჩუნებს პოპულარობას, მისი მეუღლე კი ყველასათვოს ცნობილი „შავი მამბა“ კობი ბრიანტია

პაულინა გრეცკი, თავადაც ცნობილი მამის (NHL- ის ვარსკვლავი უეინ გრეცკი) ცნობილი შვილი, მოდელობას და პროფესიონალი გოლფისტის დასტინ ჯონსონის მეგობრობას წარმატებით უტავსებს ერთმანეთს

წარსულში ცნობილი ტოპ მოდელი ნიკი ტეილორი კი სწრაფი მანქანებით, უფრო ზუსტად კი მათი პილოტებით დაინტერესდა და პოდიუმზე მოღვაწეობის დასრულების შემდეგ თავს NASCAR-ის პილოტის ბარნი ლამარის „ავტო გაკვეილებით“ იქცევს

MTV-ის წამყვანი ლალა ვასკესი კარმელო ენტონის მეუღლეა და ნიუ იორკში არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ვიდრე მისი მართლაც გენიალური კალათბურთელი ქმარი.

ჯენიფერ ესპოზიტოს დიდი წარდგენა არ სჭირდება, მან სახელი სერიალებში მონაწილეობით, ცეკვითა და სუპერმოდელობით გაითქვა, მოგვიანბით კი მის ცნობილობას ჩოგბურთელ მარკ ფილიპუსისის საცოლეობაც დაემატა

რთული სათქმელია ამ ვარსკვლავური წყვილიდან რომელი უფრო ცნობილი და ცნობადია, გერმანული წარმოშობის ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბლუნდჰენი თუ მისი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე მეუღლე ტომ ბრეიდი (New England Patriots)

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სან ანტონიოს სუპერ გამთამაშებელი, ფრანგი ტონი პარკერი კარიერას მალე დაასრულებს, არცაა გასაკვირი მას ხომ შინ ევა ლონგორია ელოდება

ელინ ნორდგრენი სანამ ტაიგერ ვუდსის მეუღლე გახდებოდა და თავის დროზე მსოფლიოს უმდიდრესი და უპოპულარულესი გოლფის მოტამაშის ცოლობით მოიწონებდა თავს, თანვადაც არ იყო მხოლოდ თავისი ოჯახისა და 5 მეგობრის წრეში ცნობილი და Sports Illustrated – ის გარეკანზე ხშირად პოზირებდა

შერილ კოული ბრიტანეთის კუნძულებზე საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, თუმცა ვარსკვლავურ სტატუსს საბოლოოდ მას შემდეგ მიაღწია რაც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ეშლი კოულის თანამეცხედრე გახდა

ბრიჯიტ უილსონი საკმაოდ წარმატებული მსახიობი და წარსულში ცნობილი, მართლაც რომ წლების განმავლობაში დაუმარცხებელი და მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის პიტ სამპრასის ცოლია.

ნიკი ტეილორის მსგავსად, ამერიკელ მსახიობსა და საზოგადო მოღვაწეს (ამერიკული ონლაინ გამოცემები მას სწორე ასე მოიხსენიებენ) ეშლი ჯადსაც გულმა სწრაფი მანქანებისაკენ გაუწია და ცოლად იტალიელ ავტომრბოლელ დარიო ფრანკეტის გაჰყვა.

ანა ბრუნს ველკერი, სანამ New England Patriots- ის რისივერის უეს ველკერის მეუღლე გახდებოდა, წლების განმავლობაში ფოტო კამერების წინ თთქმის დედიშობილა დაიარებოდა და 2005 წელს მისს ბიკინის ტიტულიც კი მიუღია.

მარკო იარიჩი სერბი კალათბურთელია, ის წლების განმავლობაში NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, შემდეგ ევროპაში დაბრუნდა და თავისი ოსტატობის დამტკიცებას სიენას მონტეპასკი-ში შეეცადა, რამდენად გამოსდიოდა ეს სპორტულმა მიმომხილველებმა იკითხონ, თუმცა ფაქტია, რომ ცხოვრების  მთავარი გამოწვევა მან წარმატებით დაძლია და მთელ მსოფლიოს ცხვირწინ არც მეტი არც ნაკლები – ადრიანა ლიმა ააცალა, მართალია დღეს ისინი ცოლ ქმარი აღარ არიან, თუმცა ფაქტია რომ ამერიკული ბულვარული პრესა მათ რეიტინგებში დღემდე ყველაზე მაღალ ადგილს ანიჭებენ