ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ოფიციალურად განქორწინდნენ

217

ერთ წელზე მეტია, რაც მსახიობებმა ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარდნერმა მათი ცოლ-ქმრული ცხოვრების დასასრულის შესახებ აცნობეს საზოგადოებას. ერთწლიანი “გაურკვევლობის” შემდეგ, მსახიობებმა ოფიციალური მხარის მოსაწესრიგებლად მოიცალეს და განქორწინების დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ Fox News წერს.

ცნობილია, რომ ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლები თანაბრად იქნებიან ჩართულნი და მათზე მეურვეობის უფლებაც თანაბრად განაწილდება. მედია წერს, რომ წყვილს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვს, განქორწინების შესახებ საბუთებიც თვითონ ჩააბარეს შესაბამისს ორგანოებს.

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარდნერი 2005 წელს დაქორწინდნენ. 10-წლიანი თანაცხოვრების შედეგად მათ სამი შვილი ჰყავთ. 2015 წელს მათ დაშორების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.