ვინ იყვნენ რეალურად “ალესილი კეპები” ?

161

BBC/Netflix-ის კრიმინალური დრამა ძირითადად მოგვითხრობს შელბის ოჯახზე, კრიმინალთა ბანდაზე, რომელმაც 1920-იან წლებში, ინგლისში, ბირმინგემში გაიდგა ფესვები. თუმცა, ნამდვილი “ალესილი კეპები” ბირმინგემში სულ სხვა დროიდან ტრიალებდნენ.

სერიალში კილიან მერფი თომას შელბის როლს ასრულებს. შელბი ომის გმირია, რომელიც იყენებს თავის პარიზულ სტატუსს და ინტელექტს, რათა დიდი ნაბიჯები გადადგას ბირმინგემსა და მის ფარგლებს გარეთ. როგორც გამოგონილ კრიმინალურ ავტორიტეტს მაიკლ კორლეონეს, იგივე “ნათლიას”, ტომის აქვს სტილი და წინდახედულობა და მზადაა გაანადგუროს თავისი მტრები შურისძიების ან ძალაუფლების სახელით. ამ პერსონაჟს აწუხებს პირველი მსოფლიო ომის ტრავმები და მისი მეუღლის, გრეისის (ანაბელ უოლისი) გარდაცვალების საშინელი მოგონებები. ტომი არის Peaky Blinders-ის სახე, რომელიც განასახიერებს ამ ბანდის სტილს და ძირითად ფილოსოფიურ პრინციპებს.

ერთ დროს, Peaky Blinders-ის დაჯგუფების წევრები ბირმინგემის გაზეთების პირველი გვერდის ხშირი სტუმრები იყვნენ და სახელი გაითქვეს თავიანთი უნიკალური მიდგომებით. ნაიტმა ინტერვიუში თქვა, რომ მან შექმნა სერიალი მამის ისტორიებზე დაყრდნობით მამაკაცებზე, რომელთაც „უნაკლოდ ეცვათ, ეხურათ ქუდები და შარვალში პისტოლეტები ჰქონდათ გაჩრილი“. ჩვენ გიამბობთ Peaky Blinders-ის რეალურ ისტორიას, რომელზეც სერიალი დაფუძნდა.

ვინ იყვნენ სინამდვილეში “ალესილი კეპები”?

ბირმინგემში,1890-იან წლებში, ეკონომიკური კრიზისი შედეგად წარმოიშვა განსხვავებული სუბკულტურა. ოკეანის გადაღმა, ნიუ-იორკში, ღარიბი ფენის სხვადასხვა ჯგუფმა დაიწყო ორგანიზებული დანაშაულისკენ სწრაფვა. იგივე მოხდა Peaky Blinders-ის მშობლიურ ქალაქში. აქ დამნაშავეები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ფულს აზარტული თამაშებით და ყაჩაღობით შოულობდნენ. ისინი მუდმივად მიმართავდნენ ძალადობას, რათა მიეღოთ გარკვეული სარჩო ან ძალაუფლება. Peaky Blinders-ის ნამდვილი ისტორია 1870-იან წლებში იწყება. ისტორიკოს ბარბარა ვაინბერგერის თქმით, “ბანდა” გაჩნდა საზოგადოებაში არსებული ანტიირლანდიური განწყობების ფონზე. 1890-იანი წლებისთვის სუბკულტურა ასოცირდებოდა კონკრეტულ სტილთან: ფედორას ქუდები ნაკეციანი კიდით და შუბლზე ჩამოფარებული. მათი განსაკუთრებული სტილი ეწინააღმდეგებოდა იმ ტანსაცმელს, რომელიც მათ უნდა ცმოდათ, როგორც საშუალო და დაბალი ფენის ჯენტლმენებს, ყოველ შემთხვევაში თეორიულად. გარდა ამისა, Peaky Blinders-ი შედგებოდა სხვადასხვა “ბანდებისგან” და არ იყო ერთი კრიმინალური ოჯახი. კრიმინალი, როგორიც იყო თომას გილბერტი მუშაობდა კონკრეტულ დაჯგუფებასთან და მისი წყალობით, სახელი “ალესილი კეპები” უფრო გამორჩეული გახდა ბირმინგემის კულტურაში. ისინი მხოლოდ მოკავშირე ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ და არ იყვნენ შებოჭილი სისხლის კავშირებით ან საერთო წარმომავლობით, როგორც იტალიურ-ამერიკული მაფიის „ომერტას“ შემთხვევაში.

ბირმინგემელი მრეწველის არტურ მეტისონის თანახმად, დროთა განმავლობაში, ეგრეთ წოდებულმა ალესილმა კეპებმა დაიწყეს საკუთარი თავის „შრომისმოყვარე მუშაკებად“ მოხსენიება. Peaky Blinders ნელ-ნელა დაიშალა სპორტის, ფილმების და სხვა აქტივობების გამო, რომლებშიც ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი. ბევრ მათგანს გაუადვილდა ცხოვრება და არ იყო საჭირო სისასტიკით გამოეჩინა თავი . “Peaky Visors”-ის წევრები გაიზარდნენ და გაქრნენ. სწორედ ამ პერიოდში იწყება სერიალის Peaky Blinders-ის გამოჩენა.

Peaky Blinders Shelby-ის ოჯახი არ არის დაფუძნებული რეალურ ისტორიულ ფიგურებზე, მაგრამ სამყარო, რომელშიც მისი წევრები ცხოვრობენ, ასახავს ნამდვილ ბირმინგემის საზოგადოებას 1920-იან წლებში. მაგალითად, სერიალის მეორე სეზონში ჩნდება კინოვარსკვლავი ჩარლი ჩაპლინი და ეს ფაქტია, რადგან ის მართლაც იყო ბირმინგემის მკვიდრი, გაიზარდა ბოშათა ოჯახში. რეალურად, ჩაპლინმა კარგად იცოდა “ალესილი კეპების” შესახებ.შოუში ჩაპლინის გამოჩენა შოუში გლამურულ ირონიას ემსახურება, რადგან ის  შელბის ოჯახს საშუალებას აძლევს გაავრცელოს თავისი გავლენა ჰოლივუდამდე.

თომას შელბის სერიალში რეალური ისტორიული პიროვნებები ხვდებიან. ბილი კიმბერი, ბირმინგემის ბიჭების ხელმძღვანელი, ნამდვილი განგსტერი იყო, ისევე როგორც ჩარლზ “დარბი” საბინი, ლონდონელი განგსტერი, რომელიც აკონტროლებდა დოღების “რეკეტს” სამხრეთ ინგლისში. კიმბერი და საბინი ნამდვილად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ორივე მუდმივად ფიგურირებს Peaky Blinders-ში.

მეხუთე სეზონში, თომას შელბი იძულებულია დაეხმაროს ოსვალდ მოსლის, რეალურ პოლიტიკოსს, რომელიც ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ფაშისტთა კავშირს 1930-იან წლებში. რა თქმა უნდა, Peaky Blinders-ის ბევრმა გულშემატკივარმა იცის უინსტონ ჩერჩილის სახელი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი იყო 1940-45 და  1951-1955 წლებში. Peaky Blinders-ის მოქმედება ვითარდება ჩერჩილის პოლიტიკურ აღზევებამდე ორი ათწლეულით ადრე. სერიალის მეხუთე სეზონში ნარკომანი დაიმონდ ჩანგიც ჩნდება, რომელმაც ტომისთან ოპიუმის გარიგება დადო. რეალურ ცხოვრებაში ჩანგი მართავდა ჩინურ რესტორანს ბირმინგემში და გაზეთებში ღიად მოიხსენიებდნენ, როგორც “ნარკომანის”, რადგან ის მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ნარკოტიკების რეალიზების ბიზესში.

რა შეცვალეს სერიალში?

BBC/Netflix-ის სერიალი ინარჩუნებს ორიგინალური Peaky Blinders-ის სულს, მაგრამ მთლიანად ცვლის მათ პიროვნებებს, მეთოდებსა და მოტივებს. 1890-იან წლებში ჩაპლინი ჯერ კიდევ პატარა იყო და კინოს პიონერი ჟორჟ მელიესი ახლახან იწყებდა თავის კარიერას. გარდა ამისა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 32 წელი იყო დარცენილი, ამიტომაც “ალესილი კეპების” მთავარი ამოცანა მხოლოდ ბირმინგემის რეალობაში გადარჩენა იყო.

ისტორიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ ნამდვილი Peaky Blinders თავსაბურავებში არ მალავდნენ სამართებლებს. ბევრი ასევე აღნიშნავს, რომ ნაითი და მისი გუნდი არასწორად წარმოაჩენენ ბოშურ ენას და რეალურად Peaky Blinders-ის წევრები იყვნენ ძალიან ახალგაზრდები, დაწყებული 13 წლიდან – და არა ზრდასრული მამაკაცები. ბანდის წევრებს მართლაც კარგად ეცვათ და არა ისე, როგორც დანარჩენ კრიმინალებს. დაჯგუფება მოქმედებდა ძალიან პრაქტიკულად და ირჩევდა მარტივ სამიზნეებს. დრამატული ელფერის მისაცემად სერიალში, ტომი, ომის გმირი, კლავს კიმბერს 1919 წელს, რითაც  ბირმინგემის ბიჭებს და საბინის ბანდის წევრებს მეტოქეების როლში აქცევს. სინამდვილეში კი კიმბერი 1942 წელს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

მეხუთე სეზონი გვახსენებს 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახს და მთავრდება ოსვალდ მოსლის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობით, რომელმაც საბოლოოდ იცოცხლა 84 წლამდე. BBC-ის სერია არ ცდილობს იყოს 100 პროცენტით ისტორიული და მის სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რეალური Peaky Blinders-ის წევრებს მხოლოდ ქუჩური რეალობა ამოძრავებდათ, სატელევიზიო შოუს გმირების ცოდნა და გამოცდილება გაცილებით ფართოა და მათი მიზნები ბევრად დიდ მასშტაბებს მოიცავს.